ავტორი:

რამდენი ხმით აჯობა მარგველაშვილმა ზურაბიშვილს?

რამდენი ხმით აჯობა მარგველაშვილმა ზურაბიშვილს?

2013 წლის აგვისტოში, როცა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „კოალიცია ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა გიორგი მარგველაშვილი, მას სიმბოლურად საკუთარი კალამი გადასცა და განაცხადა, რომ „გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს და იგი ყველას პრეზიდენტი იქნება“.

„ყველას პრეზიდენტს“ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 62%-მა დაუჭირა მხარი, რაც საგრძნობლად განსხვავდება წლევანდელ არჩევნებში ქართული ოცნების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველთა რაოდენობისგან.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიდა 1 648 662 ამომრჩეველი. არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 62%-მა "ქართული ოცნების" კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს მისცა ხმა. მეორე ადგილზე კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა 21%-ით.

5 წლის წინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, გიორგი მარგველაშვილმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 012 569 ამომრჩევლის ხმა დააგროვა - მეორე ადგილზე გასულ კანდიდატზე, დავით ბაქრაძეზე სამჯერ მეტი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათვლა ცესკო-მ 29 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათისთვის დაასრულა. ამ მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,74 % მიიღო.

ზურაბიშვილმა ოპონენტს სულ რაღაც 14 436 ხმით აჯობა - მას მხარი 615 624-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 601 188-მ.

შესაბამისად, 5 წლის წინ ჩატარებულ არჩევნებში, "ქართული ოცნების" კანდიდატმა 396 945 ხმით მეტი დააგროვა, ვიდრე წლევანდელ არჩევნებში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები