ავტორი:

სააკაშვილი მაისში უკრაინაში დაბრუნდება - უკრაინელი დეპუტატი

სააკაშვილი მაისში უკრაინაში დაბრუნდება - უკრაინელი დეპუტატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება, - ამის შესახებ უკრაინულ სააგენტო „უნიანს“ მისმა თანაპარტიელმა, დეპუტატმა იური დერევიანკომ განუცხადა.

„სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. საპარლამენტო არჩევნების წინ ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა დერევიანკომ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. უკრაინამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა და ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე