ავტორი:

„წარმატებული, საზოგადოებაში აქტიური ცოლი ბევრ მამაკაცს აბრკოლებს, ძაბავს, რაც საზიანოა წყვილისთვის“

„წარმატებული, საზოგადოებაში აქტიური ცოლი ბევრ მამაკაცს აბრკოლებს, ძაბავს, რაც საზიანოა წყვილისთვის“

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ნინას ჯანმრთელობის პრობლემამ, აჩიკო ექიმისა და ქეთის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა სასიყვარულო ხაზმა, სერიიდან სერიამდე მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა. მსახიობ სალომე შარვაძეს საკმაოდ მძიმე მისია ერგო, სწორედ ის აღმოჩნდა ნინას გვერდით, როცა სიმსივნის დიაგნოზი დასუვეს, ესაა მომენტი, როცა არ უნდა გაჩუმდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს სიტყვები ძალას კარგავენ. ჩვენ სალომეს სერიალში განვითარებულ მოვლენებსა და მის გმირზე ვესაუბრეთ.

- სალომე, ამ სეზონში შენი გმირი, ქეთი სწორედ მაშინ აღმოჩნდა ნინას გვერდით, როცა მოულოდენლად სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დროს რთულია რაიმე ფორმით ანუგეშო მეგობარი. რეალურ ცხოვრებაში თუ გქონია მსგავსი გამოცდილება?

- სამწუხაროდ, კი. ჩემს მეგობარს ჩემ თვალწინ დაუსვეს მძიმე დიაგნოზი, ურთულესი გადასატანია ეს ამბავი, გინდა, არ გინდა, შენც მონაწილე ხდები, განიცდი, ცდილობ, ანუგეშო და ერთვები პროცესში. სერიალშიც იგივე სცენარი განმეორდა, რაც ჩემს რეალურ ცხოვრებაში. ქეთი დევდარიანი ნამდვილი გენიოსია, ისეთ რაღაცებს წერს, რაც ძალიან რეალური და ცხოვრებისეულია, მოვლენებს ზედმიწევნითი სიზუსტით მიყვება და ავითარებს, ისე თითქოს თავად იყოს ამის მონაწილე.

- სწორად ამიტომაც ინარჩუნებს სერიალი პოპულარობას...

- შეიძლება იფიქროს მაყურებელმა, რაღა უნდა გვაჩვენონ ახლ სეზონშიო, მაგრამ მოვლენების ისეთ განვითარებას გვთავაზობენ, რომ შეიძლება ღამე არ დაგეძინოს ფიქრით. ნინას თავს გადამხდარი ამბავი, შესაძლოა, სოციალური კამპანიის ჭრილშიც კი განვიხილოთ. არავინაა დაზღვეული და დაცული ამ საშინელი დიაგნოზისგან, თუმცა დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის შემთხვევაში ყველაფერი მოგვარებადია. ალბათ სწორედ ამის ხაზგასმა უნდოდა ქეთის და სცენარიც სავარაუდოდ, ამ კუთხით განვითარდება.

- სალომე, რამდენად რთული იყო ამ როლის შესარულება იმის ფონზე, რომ ამ მხრივ ცხოვრებაში მძიმე გამოცდილება გქონია?

- ძალიან რთული იყო, გადაღებების დროს ამ ყველაფერს ისე განვიცდიდი, რომ ხასიათზეც კი მეტყობოდა, არა მარტო მე, ყველას. მით უმეტეს გამოცდილი რომ მაქვს, განმიახლდა ის მოგონებები და ნამდვილად იმოქმედა ჩემზე.

- გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება ექიმისა და ქეთის ურთიერთობის ხაზი... სოციალურ ქსელში არის დიდი გარჩევა ამ თემასთან დაკავშირებით, ზოგს ვერ წარმოუდგენია ქეთი მოღალატე ცოლის ამპლუაში, ზოგი კი პირიქით, მიიჩნევს, რომ დიახაც, ზაზასნაირი ქმარი ღალატის ღირსია...

- ექიმი ქეთის ცხოვრებაში ძალიან უცნაურად შემოიჭრა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რასაკვირველია ამას ვერ ვიტყვი. რაც შეეხება ზაზას, ალბათ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ასეთი ქმრები და ქეთისნაირი ცოლებიც. ამას წინათ სწორედ იმ მომენტს ვიხსენებდით, ზაზამ რომ ქეთის დაურეკა, ცოლი მომყავსო, მერე ბიკინიც უპოვნა ჯიბეში, ამ დროს კი დათო ეუბნება ჩემს გმირს, იქნებ ახლობლის არის, არ ინერვიულოო... განაგრძეთ კითხვა

"ბედნიერად და ამაყად დავტოვე პროექტი" - პიტო სეთურიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფიდან" წასვლის შემდეგ

"კონკურსანტებთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ მიყვარს,  ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის" -  ჟიური და თორნიკე ყიფიანი "საქართველოს ვარსკვლავში" განვითარებულ მოვლენებზე

"მამამ ტრაქტორის მართვა რომ მასწავლა, 7 წლის ვიყავი. თოხნაშიც მივხმარებივარ და ვენახშიც მიმუშავია" - ბარბარა სამხარაძე მეურნის ამპლუაში