ავტორი:

წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს, რა უნდათ, ვერ ვხვდები - ზაზა სარალიძე

წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს, რა უნდათ, ვერ ვხვდები - ზაზა სარალიძე

მაქვს უფლება კარვები გავშალო და რა უნდათ, რატომ მიკრძალავენ? - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

საქმე ეხება, შსს-სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელს.

„ამ კარვების გამო 4-7 წლამდე პატიმრობა მემუქრება. წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს. აქცია გრძელდება. იმედია, მოსამართლეც მოგვცემს საშუალებას, რომ კარვები გავშალოთ. რა უნდათ ვეღარ ვხვდები, მაქვს უფლება კარვები გავშალო, რატომ მიკრძალავენ?,- განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სარჩელით ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ