ავტორი:

სფეისი - რა შეიცვალა აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში

სფეისი - რა შეიცვალა აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში

ნახევარი წლის წინ პირველად რეგიონში, სრულად ციფრული საბანკო მომსახურება - სფეისი შეიქმნა. სფეისი ე.წ. ნეობანკია, ანუ ბანკი ფილიალისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით.

აპლიკაციაში შესაძლებელია:

· საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნა

· სფეის ბარათის შეკვეთა აპლიკაციიდან სახლში მიტანის სერვისით

· სესხის აღება 2 წუთში, წინასწარ დამტკიცების გარეშეც

· 24/7-ზე ნებისმიერი ბანკის ბარათზე თანხის გადარიცხვა მომენტალურად მობილურის ნომრით ან მესენჯერით

· სხვა ბანკის ბარათების მიბმა და ბარათებს შორის გადარიცხვა

· კომუნალურების გადახდა უფასოდ და სხვა

ოქტომბერში სფეისმა აპლიკაცია განაახლა და დაამატა ის ფუნქციები, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე მეტად ითხოვდა. „აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში ყველა ცვლილება განხორციელდა მომხმარებლის კომენტარების და მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ სიახლესთან ერთად, ჩვენ ბეტა ვერსიის ეტაპი დავასრულეთ და წინ კიდევ უფრო საინტერესო ცვლილებებს ვგეგმავთ“, - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე.

სფეისის განახლებულ ვერსიაში უკვე შესაძლებელია: პასპორტით რეგისტრაცია, რეგისტრაცია ინდ. მეწარმეებისთვის, ანგარიშის ნომრით გადარიცხვა. ასევე გამარტივდა სესხის აღების პროცესი, ბარათის გააქტიურება და გამოჩნდა ტრანზაქციების ისტორია.

სფეისის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Google Play-დან. ვებ-გვერდის მისამართია:www.space.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი