ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ? დავალაგებ და გეტყვით

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ? დავალაგებ და გეტყვით

რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ? დავალაგებ და გეტყვით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟუნალისტებს "ქართული ოცნების" ოფისთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში პოლიტსაბჭოს წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს არ განუმარტა, თავადაც იღებს თუ არა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას და არც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ, დავალაგებ და გეტყვით, როცა გადავწყვეტ. ვერ გავჩერდები, ძალიან მეჩქარება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ამომრჩეველთან შეხვედრას, რაზეც კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთან „თავისი ახსნები" ექნება.

„ჩემს ამომრჩეველთან მექნება პირდაპირი ჩემი ახსნები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "გამარჯვება მეორე ტურში იქნება".

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა წინასაარჩევნოდ რამდენიმე მსხვილი შემოწირულება მიიღო.

შემომწირველებს შორის მოხვდნენ დეპუტატები: გია ვოლსკი, რომელმაც ზურაბიშვილს 4 000 ლარი შეწირა, ისკო დასენი - შემოწირულობის ოდენობა - 5 000 ლარი, თეიმურაზ ჭკუასელი - 4 000 ლარი, ირაკლი მეზურნიშვილი - 4 000 ლარი, ეკა ბესელია - 4 000 ლარი, ბექა ოდიშარია - 60 000 ლარი, გივი ჭიჭინაძე - 4 000, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - 10 000 ლარი. სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ შეწირა თანხა ასევე ერეკლე ტრიპოლსკიმაც - 4 000 ლარის ოდენობით.

22 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სალომე ზურაბიშვილს 60 000-60 000 ლარი შეწირეს - კონსტანტინე კაპანაძემ, ილია შონიამ, ვაჟა უსანეთაშვილმა, თენგიზ გავაშელმა, გიორგი გაგუამ, ზურაბ ჩხაიძემ, მაია გუდავაძემ და ივანე ბაქრაძემ, ხოლო 55 000 – 55 000 ლარი - ნიაზ ფხაკაძემ და გიორგი მშვილდაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები