ავტორი:

რისთვის იყენებდნენ აცტეკები გოგრას და რატომ უნდა მივიღოთ ის დღეს?

რისთვის იყენებდნენ აცტეკები გოგრას და რატომ უნდა მივიღოთ ის დღეს?

თანამედროვე ფარმაკოლოგია განვითარების საოცარ ეტაპებს აღწევს, თუმცა არ ივიწყებს სახალხო მედიცინასაც. სხვადასხვა მცენარეები, მათი ფოთლები თუ ნაყოფი, ზეთი, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ჩვენი ბებიები და მათი ბებიები, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ზოგადად, მიჩნეულია, რომ რაც უფრო ბუნებრივი შემადგენლობა აქვს მედიკამენტს, მით ნაკლებია მისი გვერდითი მოვლენები და შესაბამისად, უფრო რეკომენდირებულია. სწორედ ამიტომ არის ბუნებრივი პრეპარატრები კვლავ პოპულარული.

ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი, რომელსაც ძველი დროიდანვე იყენებდნენ სხვადასხვა სამედიცინო პრობლემების მოსაგვარებლად, არის გოგრა. გოგრა სამხრეთ ამერიკის სტეპიან რაიონებში წარმოშობილი მცენარეა, საიდანაც გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. იგი ფართოდ გავრცელებულია საქართველოში. გოგრის თესლისა და მისი ზეთის როგორც სამკურნალო საშუალებად გამოყენება, ჯერ კიდევ აცტეკებმა დაიწყეს. მე-19 საუკუნის ბოლოს შესწავლილი იქნა გოგრის ზეთის სამკურნალო თვისებები და ამერიკულ ფარმაკოპეაში იგი ოფიციალურად შეტანილია როგორც ანტიჰელმინთური საშუალება. უფრო მოგვინებით გოგრის ზეთის სამკურნალოდ გამოყენება მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების გამოს სხვადასხვა დანიშნულებით დაიწყეს. დადებითი ეფექტის მისაღებად რეკომედირებულია გოგრის ზეთი მიღება, თუმცა ასევე სასარგებლოა თავად გოგრის მირთმევაც.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

გოგრის ზეთში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფლავონოიდები და ფოსფოლიპიდები ხელს უწყობს ნაღვლის წვენის გამომუშავებას და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. მასში შემავალი ვიტამინი B1 აბალანსებს კუჭის წვენის მჟავიანობას. იგი გამოიყენება გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მკურნალობისათვის, ასევე, ყაბზობისას, რადგანაც მცირე საფაღარათე ეფექტი გააჩნია.

შარდ-სასქესო სისტემა

გოგრის ზეთი ეფექტური საშუალებაა შარდ-სასქესო სისტემის სამკურნალოდ. იგი იცავს შარდ-სასქესო ორგანოების სისხლძარღვებსა და ქსოვილებს ანთებითი პროცესებისაგან. ასევე ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი და თირკმლის გამწმენდი ფუნქცია.

რეპროდუქციული ფუნქცია

გოგრის ზეთი მასში შემავალი თუთიისა და სელენის გამო აქტიურად გამოიყენება რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. აწესრიგებს სპერმატოგენეზის პროცესს და ოვულატორულ ციკლს.

მხედველობა

გოგრის ზეთი უზრუნველყოფს თვალის ბადურის ფუნქციის სტაბილურობას და ხელს უწყობს თვალის ბროლის გამჭვირვალობის შენარჩუნებას. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინოიდ ზეაქსანტინს, რომლიც უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ თვალში ნაწილდება. ზეაქსანტინი იცავს თვალის ქსოვილს, ლინზას და ხალს დაზიანებისგან, რაც უზრუნველყოფს სუფთა მხედველობას და ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას.

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები მართლაც დიდია, თუმცა ბუნებრივი გზით საჭირო რაოდენობის გოგრის ზეთის მიღება საკმაოდ რთულია. ამიტომ წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები მას კაფსულების სახით უშვებენ. ასეთია „გოგრის ზეთის კაფსულები“, რომელიც რბილ ჟელატინის კაფსულებს წარმოადგენს.

„გოგრის ზეთის კაფსულებისთვის“გოგრის ზეთი მიიღება ცივი წნეხის ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უნარჩუნებს მას კვებით და ბიოლოგიურ ღირებულებებს. შეიცავს ცილებს,პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს (ლინოლეის, ოლეინის მჟავა და სხვა), ვიტამინებს (А, Е, В, С, Р, К), ფოსფოლიპიდებს, ფლავონოიდებს, მაკრო და მიკრო ელემენტებს (რკინა, მაგნიუმი, თუთია, სელენი) და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია თუთია და თუთიის ოქსიდი, რომელიც გოგრის ზეთის შემადგენლობაში შედის და მის სასარგებლო თვისებებს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს.

„გოგრის ზეთის კაფსულები“ ეფექტურია:

· საშარდე სისტემის მოქმედების გასაუმჯობესებლად

· პროსტატიტისა და წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს

· ეფექტურია სიმსუქნის, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის და ალკოჰოლური დაზიანების, ასევე ჰეპატიტის შემთხვევების დროს

· ეფექტურია კუჭის წყლულის, კოლიტის, შეკრულობის, ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების დროს

· ეფექტურია დერმატიტებისა და დერმატომიკოზების დროს (ჰერპესი, ფსორიაზი, დიათეზი, ეგზემა, აკნე (ფერიმჭამელა))

· აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს

· აწესრიგებს სპერმატოგენეზის პროცესს და ოვულატორულ ციკლს

· ასტიმულირებს ანაბოლური ჰორმონების (ინსულინის, ტესტოსტერონის და სხვ.) სინთეზს

· მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში

· უზრუნველყოფს თვალის ბადურის ფუნქციის სტაბილურობას და ხელს უწყობს თვალის ბროლის გამჭირვალობის შენარჩუნებას

· ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას

· აძლიერებს იმუნიტეტს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ

· ეფექტურია ჰელმენთების (ჭიებით ინვაზიის) დროს

· რეკომენდებულია თუთიის ნაკლებობისას

სრულიად ახალი „კოსმო“ პაკეტები სილქნეტისგან

5 მითი, რომლისაც მწეველებს სჯერათ

შეუკვეთე წინასწარ Samsung Galaxy S21 სერია, დღეიდან უკვე მაღაზიებშიც