ავტორი:

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილს ჯაშუშად არასოდეს მიიჩნევდა

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილს ჯაშუშად არასოდეს მიიჩნევდა

არასოდეს ვთვლიდი ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა „ნაციოანლური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობაში დადანაშაულებასთან დაკავშირებით.

„2007 წელს, მე ვიყავი რიგითი მოქალაქე, ამიტომ ამ ინციდენტში ვერანაირ მონაწილეობას ვერ მივიღებდი. მეორე, პარტიის წევრი არ ვყოფილვარ 2017 წლის 21 იანვრამდე, მესამე, არასოდეს არ ვთვლიდი ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად. მას ვთვლიდი ადამიანად, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეროვნულ მოძრაობაში და რომლის უშუალო მონაწილეობით მივაღწიეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენას. ეს მას ვუთხარი ჯერ პირადი შეხვედრისას და შემდეგ, საჯაროდ დავაფიქსირე. ეს სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია. დღეს არის მხარდაჭერის, გაერთიანების დრო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის, რომ მოხდეს იმ მახინჯი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი, რომელიც ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდაჭერა ამ საკითხში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძისა და "რესპუბლიკური პარტიის" წევრების შეხვედრა დღეს გაიმართა. ლევან ბერძენიშვილის თქმით, პარტია არჩევნებში ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

„ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ გრიგოლ ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ საპრეზიდენტო არჩევნებში. „რესპუბლიკური პარტია“ მას მხარს უჭერს. განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასამართლო სისტემაში სერიოზულ ცვლილებებსაც.

„საუბარი არის ძალიან სერიოზულ ცვლილებებზე სასამართლო სისტემაშიც. ეს საკითხები განვიხილეთ და ვგეგმავთ თანამშრომლობას ყველა ამ მიმართულებით”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რურუას საქმე; მზადება არჩევნებისთვის;ხელისუფლების პოზიცია

"თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი... იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი" - ანა დოლიძე

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"