ავტორი:

"საქართველოს ვარსკვლავი" იწყება - ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა და ვის აქვს ევროვიზიაზე მოხვედრის შანსი?

"საქართველოს ვარსკვლავი" იწყება - ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა და ვის აქვს ევროვიზიაზე მოხვედრის შანსი?

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სულ მალე მეგაშოუ "საქართველოს ვარსკვლავი" დაიწყება. პროექტის შექმნელები ცნობილი პროდუსერები, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე არიან. "საქართველოს ვარსკვლავს" მაყურებელი კარგად იცნობს, თუმცა მეგაშოუმ ამჯერად სულ სხვა სიცოცხლე და აზარტი შეიძინა. უფრო მეტ დეტალზე გიორგი ხაბურზანია Ambebi.ge-ს ესაუბრა:

- "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გრანდიოზულ პროექტს ვიწყებთ. ეს არის ის პროექტი, რომელიც თავდაპირველად "ჯეოსტარის", შემდეგ კი "საქართველოს ვარსკვლავის" სახელით გადიოდა ეთერში და მისი ერთ-ერთი გამარჯვებული ნინა სუბლატია. ვინც გახდება პროექტის გამარჯვებული, სწორედ ის წარადგენს საქართველოს "ევროვიზიის" კონკურსზე. მომღერლებისთვის შოუ-ბიზნესის მასშტაბებისა და ფინანსების გამო საქართველოში ალბომის გამოშვებაც კი რთულია, ეს პროექტი კი არის საგზური, მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენაზე მოსახვედრად, ეს შესანიშნავი შანსია.

- კონკურსანტები უკვე შერჩეული გყავთ?

- ჯერჯერობით პრე-კასტინგები გვქონდა რაიონებში. 3 და 4 ნოემბერს კი უკვე თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელში ველოდებით პროექტში მონაწილეობის მსურველებს. ვინც უკვე 16 წლის არის, რეგისტრაციის გარეშე შეუძლია კასტინგზე მოვიდეს და საკუთარი შესაძლებლობები პროექტში სცადოს. ეს პროექტი ასევე, განსხვავებული იქნება იმით, რომ გამარჯვების გამოვლენა სატელეფონო ზარებთან ერთად, მესენჯერით, სოციალურ ქსელში აქტიურობითაც იქნება შესაძლებელი. მაყურებელს შეუძლია საკუთარ რჩეულს მხარი უფასოდ დაუჭიროს. მსგავსი ფაქტი პირველად სწორედ ამ პროექტის მეშვეობით მოხდება საქართველოში, რადგან გამარჯვებულმა სწორედ ჩვენი ქვეყანა უნდა წარადგინოს ევროვიზიაზე და ის ნამდვილად ხალხის რჩეული უნდა იყოს.

- როდის იწყება პროექტი?

- პროექტი 5 იანვარს დაიწყება. ფინალში რამდენიმე, 3 ან 4 კონკურსანტი დარჩება. ფინალისტებისთვის დაიწერება სპეციალურად ახალი სიმღერები, მაყურებელს ორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება ამით, შეარჩიოს ფავორიტი მომღერალი და სიმღერა, რომელიც ევროვიზიაზე გაჟღერდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ