ავტორი:

შეიძლება თუ არა 40 დღემდე ბავშვის გარეთ გაყვანა და მასთან მნახველების მისვლა - პედიატრის რჩევები ახალშობილის მშობლებს

შეიძლება თუ არა 40 დღემდე ბავშვის გარეთ გაყვანა და მასთან მნახველების მისვლა - პედიატრის რჩევები ახალშობილის მშობლებს

სანამ ახალშობილი 40 დღის გახდება, ოჯახი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს. ახალნამშობიარევ დედას ათასგვარ რჩევას აძლევენ 40 დღემდე მოვლასთან დაკავშირებით. რა მითები არსებობს ამასთან დაკავშირებით და როგორია რეალობა, ამ თემაზე პედიატრი ნანა მექვაბიშვილი გვესაუბრება:

- ერთერთი ხშირი შეკითხვაა მშობლებისგან, შეიძლება თუ არა რომ ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები 40 დღემდე?

- რა თქმა უნდა! აუცილებლად უნდა დააჭრათ ბავშვს ფრჩხილები, რათა ის შეეხოს საკუთარ სახეს, დედას, შეიგრძნოს, გაანალიზოს, რომ რაღაცას ეხება. სწორედ შეხების საშუალებით ვითარდება ბავშვი. ზოგიერთი ახალშობილი იბადება დიდი ფრჩხილებით და თუ მას არ მოვჭრით, აუცილებლად დაიზიანებს სახეს. ასე რომ, ბავშვის დაბადების პირველი დღეს შეგიძლიათ მოიმარჯვოთ სპეციალური საბავშვო მაკრატელი და ბავშვს ფრთხილად დააჭრათ ფრჩხილები.

- კიდევ ერთი მითი ბავშვის გარეთ გაყვანას ეხება, ხშირად გვეკითხებიან, შეიძლება თუ არა 40 დღემდე ბავშვის გაყვანა გარეთ?

- ესეც რა თქმა უნდა მითია, ბავშვის გაყვანა გარეთ სამშობიაროდან გაწერის შემდეგ შეგიძლიათ. 10-15 წუთიანი სეირინობა ნელ ნელა უნდა გაზარდოთ. რა თქმა უნდა, ბავშვს ამინდის შესაბამისად უნდა ჩააცვათ. თუმცა ნამდვილად უნდა მოარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, საიდანაც მას ინფექციების საფრთხე ემუქრება.

- ამბობენ, რომ ბავშვთან საღამოს სტუმრად მისვლა არ შეიძლება ამაზე რას გვეტყვით?

- ესეც რა თქმა უნდა მითია, არანაირი სამედიცინო მტკიცებულება ამ მოსაზრებას არ ამყარებს. ბავშვი მოინახულეთ, როცა გსურთ. უბრალოდ, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რა წესები უნდა დაიცვას, როცა ბავშვის მოსანახულებლად მიდის...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი