ავტორი:

რამდენიმე დღე უნალექო ამინდი იქნება - როდიდან გაწვიმდება საქართველოში

რამდენიმე დღე უნალექო ამინდი იქნება - როდიდან გაწვიმდება საქართველოში

6 ნოემბრემდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 6 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ხვალ ქვეყნის უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17–22 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა 10 გრადუსი, დღისით 25 გრადუსი იქნება. მაღალმთაში კი ღამით ყინვა( –1 გრადუსი) დაფიქსირდება; დღისით +19 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ ღამით 1 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით- 19 გრადუსი; თბილისში ღამით 4 გრადუსი, დღისით+16 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით –5 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით +11 გრადუსი.

საქართველოში უნალექო ამინდი 5 ნოემბერსაც შენარჩუნდება, მათ შორის თბილისში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება, ღამით 9 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 20 გრადუსი; ღამით 0 გრადუსი; მაღალმთიან რაიონებში ღამით –5 გრადუსი; დღისით 13 გრადუსი; თბილისში დღისით – 18; ღამით +5 გრადუსი.

6 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში ღამით, შესაძლოა, მოთოვოს. დასავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 2; დღისით 18 გრადუსი იქნება, მაღალმთაში –5;+13; დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით-9 გრადუსი; თბილისში დღისით-16 გრადუსი; ღამით-6 გრადუსი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი