ავტორი:

იტალიაში სტიქია მძვინვარებს - მსხვერპლმა 20 ადამიანს მიაღწია

იტალიაში სტიქია მძვინვარებს - მსხვერპლმა 20 ადამიანს მიაღწია

იტალიის სამოქალაქო დაცვის საააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 20-ს მიაღწია. ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება.

მისი ინფორმაციით, გუშინ კუნძულ სარდინიაზე 87 წლის ქალი და 62 წლის გერმანელი ტურისტი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპნენ.

„ასეთი რამ არასდროს მინახავს. ათასობით ჰექტარი ტყე ისე განადგურდა, თითქოს ვიღაცამ ისინი გიგანტური ელექტროხერხით მოჭრა. ვენეტოს პროვინციაში ელექტროენერგიის გარეშე 160 000 ადამიანი დარჩა“, - განაცხადა პროვინცია ვენეტოს გუბერნატორმა ლუკა ზაიამ.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის გამო იტალიაში ხელისუფლებამ განგაშის ყველაზე მაღალი, „წითელი“ დონე გამოაცხადა.

რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“

Twitter-მა დონალდ ტრამპის შვილს პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა - რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს

"ფეხზე მდგომმა, უსიმპტომოდ შევძელი კორონავირუსის გადატანა" - ლუკაშენკო