ავტორი:

"ნუ გამამწარებთ მეთქი, თორემ..." - იმერეთში "კანონიერი ქურდის" დახმარებით მოქალაქე ძმის ბიზნესის მისაკუთრებას შეეცადა

"ნუ გამამწარებთ მეთქი, თორემ..." - იმერეთში "კანონიერი ქურდის" დახმარებით მოქალაქე ძმის ბიზნესის მისაკუთრებას შეეცადა

სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული, კრიმინალური ავტორიტეტი ი. ფ., 1967 წელს დაბადებული ე. ჩ. და 1962 წელს დაბადებული გ. გ. ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქე შეეცადა საკუთარი ძმის ბიზნესი ქურდული სამყაროს წევრების ჩარევის შედეგად მიესაკუთრებინა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ. გ. და მისი ძმა - 1965 წელს დაბადებული რ. გ. ქალაქ ზესტაფონში ფლობენ ავტოსადგურებს, საიდანაც მიკროავტობუსებით ახდენდნენ მგზავრების გადაყვანას სხვადასხვა მიმართულებით. მიმდინარე წლის ოქტომბერში გ.გ.-მ საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით გადაწყვიტა, კანონიერი ქურდების დახმარებით, ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გ.გ.-მ მასთან მომუშავე, „ქურდული სამყაროს“ წევრის - ე. ჩ.-ს მეშვეობით დასახმარებლად მიმართა, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრს - ი. ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ გ.გ. საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდ“ - გია ცხვარაძესთან - მეტსახელად „გია სამტრედსკის“, იგივე „ბაბუს“ დააკავშირა, რომლის გადაწყვეტილებით გ.გ.-მ, ი. ფ.-მ და ე. ჩ.-მ შეძლეს გ.გ.-ს ძმასთან მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლების დაშინება. კანონიერი ქურდის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულები მძღოლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის გამოც მძღოლები იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ. შედეგად გ.გ.-მ ძმის ბიზნესი მიისაკუთრა. დახმარებისთვის გ.გ.-სგან „კანონიერმა ქურდმა“ გია ცხვარაძემ, ი.ფ.-მ და ე.ჩ.-მ მატერიალური სარგებელი მიიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 1 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით და 223-ე 4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ სპეცოპერაციის კადრები

მკვლელობა თბილისში - მამაკაცის ცხედარი ყაზბეგის გამზირზე იპოვეს

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს