ავტორი:

სულ მცირე 29 გარდაცვლილი - იტალიაში სტიქია გრძელდება

სულ მცირე 29 გარდაცვლილი - იტალიაში სტიქია გრძელდება

კუნძულ სიცილიაზე უამინდობას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნის მასშტაბით კი, წყალდიდობების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 29 შეადგინა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

სიცილიის ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი და წყალდიდობები გამოიწვია, რის შედეგადაც პალერმოში 10 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ადამიანის პოვნა ჯერ ვერ ხერხდება.

2 ადამიანია დაღუპული სიცილიის ქალაქ აგრიგენტოში, ისინი მანქანით მიემგზავრებოდნენ, როდესაც მეწყერი ჩამოწვა და ქვეშ მოიყოლა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ის სიცილიაში მიემგზავრება, ასევე - მუდმივად იღებს ინფორმაციას ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული მდგომარეობის შესახებ.

უხვი ნალექი და ძლიერი ქარი იტალიაში ბოლო დღეების განმავლობაში გრძელდება, ძირფესვიანად არის მოთხრილი მილიონობით ხე. ყველაზე მეტი ზარალი ტრენტინოსა და ვენეტოს რეგიონებს მიადგა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"