ავტორი:

"წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა შედეგები მოჰყვება ამას..." - რაზე აფრთხილებს გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას?

"წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა შედეგები მოჰყვება ამას..." - რაზე აფრთხილებს გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას?

მინდა, ე.წ. ხელისუფლება გავაფრთხილო, არ გაბედოთ ხალხის არჩევანის მოპარვა, რადგან თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა შედეგები მოჰყვება ამას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლება მეორე ტურში მასობრივი გაყალბებისთვის ემზადება.

"ყველა რეგიონიდან მოდის ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის. მიუხედავად გამარჯვებისა პირველ ტურში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი გქონდა ძალიან მკაცრი პროტესტისა ცესკოს და ე.წ. ხელისუფლების მიმართ, ჩვენ თავი შევიკავეთ და ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. მინდა, ე.წ. ხელისუფლება გავაფრთხილო, არ გაბედოთ ხალხის არჩევანის მოპარვა, რადგან თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა შედეგები მოჰყვება ამას. გაფრთხილებთ გაყალბებებს არავის შევარჩენთ! ჩვენ უკვე აღვკვეთეთ გაყალბება ყველა დიდ ქალაქში და იგივეს გავაკეთებთ დანარჩენ რეგიონებშიც",- განაცხადა ვაშაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები