ავტორი:

როგორი იქნება ნოემბერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის და რას მოუტანს მათ მშვილდოსანში გადასული უპიტერი

როგორი იქნება ნოემბერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის და რას მოუტანს მათ მშვილდოსანში გადასული უპიტერი

ეს თვე მოვლენებით უხვი იქნება. დავიწყოთ იმით, რომ დიდი ბედნიერების პლანეტად წოდებულმა იუპიტერმა ნიშანი შეიცვალა. გასული 12 თვის მანძილზე ის ღრიანკალის ზოდიაქოში მოძრაობდა და ქმნიდა ცვლილებების, მათ შორის ფრიად სერიოზული და ზოგჯერ მტკივნეული ფინანსური ტრანსფორმაციების გარდაუვალ აუცილებლობას. ვინაიდან იუპიტერი ე.წ. სოციალურ პლანეტათა ჯგუფს მიეკუთვნება, როგორც გასული 1 წლის მანძილზე დავინახეთ, ეს ცვლილებები უფრო მეტად აისახებოდა სოციუმზე, მთლიანად საზოგადოებაზე და შედარებით ნაკლებად ინდივიდუმებზე.

8 ნოემბრიდან იუპიტერმა დატოვა მორიელის ნიშანი და მშვილდოსანში გადავიდა.

ვინაიდან ეს ზოდიაქო იუპიტერისათვის საკუთარი მმართველობის ნიშანს წარმოადგენს, მისი აქ მოძრაობა ბევრად უფრო მშვიდი და დაბალანსებული იქნება, ვიდრე მორიელის ნიშანში. თუმცა მიუხედავად ამისა, ცვლილებები რასაკვირველია მაინც იქნება, ოღონდ გაცილებით ნაკლებასდ მტკივნეული. ასე ვთქვათ, სამყარო ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს შედარებით მშვიდობიანი ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში.

ამ ხნის მანძილზე იუპიტერის ერთერთი მთავარი მოთხოვნათაგანი იქნება საერთაშორისო ხელშეკრულებების გადახედვა და ხელახალი გაფორმება, იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად თხისრქის ზოდიაქოში ჯერ ისევ მოძრაობენ სატურნი და პლუტონი, ცვლილებები შეეხებათ ხელისუფლების მწვერვალში მყოფ მმართველობით სისტემებსაც. შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სხვასახვა რელიგიურ კოცეფციათა შიგნით არსებულ პრობლემათა გადაჭრის აუცილებლობა. უფრო ნაკლებმასშტაბურ დონეზე, ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში - შიდასაეკლესიო დაპირისპირებების მოგვარების საჭიროება იქნება ალბათ წინ წამოწეული.

რელიგიის გარდა, იუპიტერივე განკარგავს სასამართლოს, და საზოგადოების მორალურ ფასეულობათა სისტემასაც. ამიტომ მთელი მომდევნო წლის მანძილზე ეს ინსიტუციები ასევე დაექვემდებარება გადასინჯვას.

ალბათ, თითოეულ თქვენგანს აინტერესებს, უფრო ფართოდ რა დატვირთვა ექნება მის ინგრესიას მშვილდში: ეს იქნება დრო ბევრი ძირითადი თემატური საკითხების კუთხით გამოღვიძების, გამოდარების, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდებიან ახალი კადრები, ახალი ძალები, თანამდებობის პირები, შეიცვლება ქვეყნის კურსი, მიმართულება, იდეოლოგია. არაა გამორიცხული, რომ საფუძველი ჩაეყაროს რაიმე სახის ნოვატორულ ფილოსოფიურ-ეზოთერულ ორგანიზაციებს, დღის წესრიგში იქნება განათლების სამინისტროს საპროგრამო საკითხები, თქვენ ნახავთ რომ რელიგიურ ნიადაგზეც კი იქნება გარკვეული სიახლეები, ბევრ საიდუმლოსაც აეხდება ფარდა და არაა გამორიცხული, რომ სამართლებრივადაც მოხდეს ეს ყველაფერი.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ თქვენგანს სურს უცხოეთში წასვლა, თუნდაც მივლინებით, აი, სწორედ ახლაა დრო მათთვის, ვისაც ამდენი ხნის მანძილზე არ გამოგდიოდათ წასვლა, გექმნებოდათ დიდი სიძნელეები და პრობლემები, რომ შეძლოთ აღნიშნულის გადალახვა და მიაშუროთ შორ გზას, ბევრის წასვლა შესაძლოა გამართლებულიც კი იყოს და ბევრმაც საერთოდ სხვაგან დაიდოს ნავსაყუდელი

ამ ხანებში დიდია შანსი იმისა, რომ ჩამოყალიბდეს და შეიქმნას, გატარდეს რეფორმები იდოლოგიური სვლების კუთხით, ეს იქნება გაერთიანებული ძალებით თუ მარტო, ფაქტია, რომ ბევრად უფრო კარგ ვითარებაში იქმნება ფუნდამენტი, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ჩაივლის წინააღმდეგობებისა და ქიშპის გარეშე, იქნება ვნებათღელვა, მაგრამ ვითარება მაინც ნებისმიერ შემთხვევაში სტაბილიცაზიისკენ უფრო იქნება გადახრილი.

ასე რომ, გისურვებთ წინსვლას და წარმატებას, თითოეულ თქვენგანს, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს შეძლებთ, განსაკუთრებით მზით და იუპიტერით მშვილდებს!

იუპიტერის წყალობა გადავა მის მონათესავე ნიშნებზე: ლომი და ვერძი, ეს ორი ნიშანი თავს ნამდვილად კარგად იგრძნობს და გასაქანიც საქმეში ზომაზე მეტი ექნებათ, არ იქნება გამოუვალ მდგომარეობაში არც ჰაერი, განსაკუთრებით სასწორი და მერწყული. მათ ნამდვილად ექნებათ წინსვლების შანსი.

6 ნოემბერს, უკუსვლით მავალი ურანი კუროს ნიშნიდან ვერძის ზოდიაქოში დაბრუნდა. ამან შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს ყველა იმ სფეროში, რომელსაც პლანეტა ურანი მართავს. შეფერხებები შეიქმნება კავშირგაბმულობის სისტემებში, რომელიც შესაძლოა თანამგზავრების გაუმართავი მუშაობის მიზეზი იყოს. მკვეთრად გაუარესდება ამინდი, გადაიდება არაერთი ფრენა. არაა გამორიცხული ელექტროხელსაწყოებს შეექმნათ პრობლემები, დაზიანდეს მაღალი ძაბვის ანძები ან სადგურებიც კი. უკუსვლითია ჯერჯერობით ვენერაც, რომელიც 16 ნოემბერს სასწორის ნიშანში დაბრუნდება და ცოტათი მაინც დააბალანსებს არეულ სიტუაციას, როგორც პარტნიორულ ურთიერთობებში, ისე ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში.

სამაგიეროდ 17 ნოემბრიდან მერკური შეეცდება გაურკვევლობები შეიტანოს კომუნიკაციაში, დააგვიანებს კორესპონდენცია, გადაიდება დაგეგმილი შეხვედრები, დროში გაიწელება ყველაფერი, რაც წინასწარ იყო დათქმული და შეთანხმებული. მათ შორის, სხვადასხვა დოკუმენტებზე და ხელშეკრულებებზე ხელისმოწერა. ეცადეთ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ დოკუმენტებთან მუშაობისას, რათა არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგრჩეთ.

16 ნოემბერსვე მარსი იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და მერწყულიდან თევზებში გადადის, რამაც ურანის ვერძში გადასვლასთან ერთად, კომბინაციაში უნდა მოიტანოს ის, რომ სავარაუდოდ ენერგომატარებლების მსოფლიო ბაზარი ახალი გამოწვევების წინაშე დადგება, ამავდროულად დაიწყება ახალი ფარული ქმედებების სერია გეოპოლიტიკურ თამაშებში. თუმცა როგორც არ უნდა ეცადოს ზოგიერთი სახელმწიფო ნავთობის ფასების კონტროლით შენარჩუნოს ზეგავლენა, ეს თამაშიც მალე დასასრულს მიუახლოვდება, რადგან შორს აღარაა დრო, როდესაც კუროში დაბრუნებული ურანი ელექტროვალუტის, ან სხვა ალტერნატიული ფინანსური სისტემის წარმოქმნის თემას გააქტიურებს. თუმცააღა ეს უკვე გაისად გაზაფხულზე იქნება მოსალოდნელი და ჩვენც თავის დროზე კიდევ ვისაუბრებთ ამაზე...

ამ თვის ბოლოს კი, 25 ნოემბერს ნეპტუნი რეტროგრადული მოძრაობიდან წინსვლითს უბრუნდება. დიდი პლანეტების შემობრუნება ყოველთვის დაკავშირებულია ხოლმე ბუნებაში შესაბამის ცვლილებებთან. ამ პერიოდიდან მოიმატებს ნალექიანობა, შესაძლოა პირველი თოვლიც გამოჩნდეს ალაგ-ალაგ.

მერკურმა დაიწყო სიჩქარის დაგდება, 16 ნოემბრამდე ასე კლებაში მიდის

პლანეტა მერკური, როგორც იცით, ერთერთი ყველაზე სწრაფად მოძრავია ჩვენს მზის სისტემაში, მასზე სწრაფი მხოლოდ მთვარეა. ღმერთების შიკრიკის საშუალო სიჩქარე 1,2° 1,5°-ია,ხოლო მაქსიმალური აჩქარებისას ორ გრადუსზე მეტსაც კი გადის ხოლმე. მაგრამ რეტროგრადულობის ფაზაზე გადასვლის წინ მისი მოძრაობის ტემპი თანდათან იკლებს ხოლმე და ვიდრე საერთოდ გაჩერდებოდეს და მობრუნდებოდეს, მინუტებზე ჩამოდის. ასეთ დროს, რაღა თქმა უნდა ლოგიკურია, რომ დაიკლოს ყველა მერკურიანული საქმეების ტემპმაც - იგვიანებენ დოკუმენტები, საჭირო ინფორმაცია ჩვენამდე გაჭიანურებით მოდის, იწელება გამგზავრების საქმე, ლოდინი გვიწევს შეხვედრებზე, უფრო რთული ხდება კონტაქტების დამყარება... თუმცა, სამაგიეროდ ამ დროს დამყარებული კავშირები მეტად მტკიცეა, ინფორმაციის გადამუშავებასაც ტვინი უფრო საფუძვლიანად უდგება, და ამ დროს ნასწავლი მასალა გონებაში ღრმად ჯდება.

ჰოდა, იმის თქმა მინდოდა თქვენთვის - მერკურიმ დაიწყო სიჩქარის დაგდება. 16 ნოემბრამდე ასე კლებაში მიდის, მერე კი ჯერ ერთი დღით სტაციონარული, ხოლო 17-დან რეტროგრადული გახდება. რას უშლის ხელს და რას უწყობს, უკვე გითხარით და როგორ გამოიყენებთ იქამდე დარჩენილ დროს - უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

ავტორები: ხათუნა ნოელი

გიორგი ლობჟანიძე

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ