ავტორი:

"კარგად სწავლა ბავშვს არაფერს მოუტანს, თუ არ ითამაშა და სოციალური უნარები არ განივითარა" - რამდენი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს

"კარგად სწავლა ბავშვს არაფერს მოუტანს, თუ არ ითამაშა და სოციალური უნარები არ განივითარა" - რამდენი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს

ალბათ შეხვედრიხართ მშობლებს, რომლებმაც თავი გადადეს შვილებისთვის, უარი თქვეს მუშაობასა და კარიერაზე და ბოლომდე ჩართულები არიან ბავშვის სწავლა-განვითარებაში. მათთან ერთად მეცადინეობენ, დადიან რამდენიმე მასწავლებელთან, წრეებზე და გაოცებულნი არიან, როგორ რჩებათ სხვა ბავშვებს თამაშის დრო. მათი შვილები ხომ მხოლოდ კვირაობით, 2-3 საათით ახერხებენ თამაშისთვის დროის გამონახვას... ბავშვების ერთ ნაწილს კი პირიქით, ვინაიდან ძალიან მოუცლელი მშობლები ჰყავს, ადრეული ასაკიდანვე აწყებინებენ სხვადასხვა საგანში მომზადებას. სკოლის გარდა დადიან რეპეტიტორებთან, სპორტზე, ცეკვაზე, სხვადასხვა წრეზე... სად გადის ზღვარი დაკავებულობასა და გადატვირთულობას შორის, რამდენი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს სინამდვილეში ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი ამათუიმ წრეზე სიარულს აპროტესტებს. კითხვებზე ფსიქოთერაპევტი და გეშტალტთერაპევტი ქეთი მესხიშვილი პასუხობს.

- დღეს ძალიან ბევრი ბავშვი დადის კლასგარეშე წრეებზე. როგორ უნდა დავიცვათ ზღვარი ბავშვის აქტიურობასა და გადატვირთულობას შორის?

- იმისათვის, რომ ზღვარი აქტიურობასა და გადატვირთულობას შორის არ დაირღვეს, მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ბავშვის შესაძლებლობები ასაკის მიხედვით და სურვილები. მაგალითად, მაშინაც კი, როცა ბავშვი არ აპროტესტებს წრეებზე სიარულს და თითქოს არც დაღლილობა ეტყობა, დაუშვებელია დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვი 4-5 წრეზე დადიოდეს, რაც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება.

- არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვს, მითუმეტეს მოზარდს, თავისუფალი დრო არ უნდა რჩებოდეს და მთელი დღე დაგეგმილი უნდა იყოს, ეს რამდენად სწორია?

- ეს მოსაზრება სიმართლისგან ძალიან შორსაა, ბავშვებს სჭირდებათ თავისუფალი დრო საკუთარ თავთან დასარჩენად, მეგობრებთან ურთიერთობისათვის, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციისათვის. მხოლოდ თეორიულ ცოდნას და მასალას ადამიანი ვერაფერში გამოიყენებს, თუ მას არ აქვს სოციალური უნარები კარგად განვითარებული. ის, როგორც პიროვნება, ვითარდება თანატოლებთან ურთიერთოს დროს სხვადასხვა თავისუფალ აქტივობებში, ამიტომ დღის რეჟიმი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ბავშვს აუცულებლად ჰქონდეს თავისუფალი დრო. თუნდაც უბრალოდ დასასვენებლად.

- როცა დედა ამბობს, რომ ბავშვი 9-10 წლის ასაკში, მხოლოდ კვირას, 2-3 საათით იცლის სათამაშოდ, დანარჩენი დაკავებულია - როგორ მოქმედებს ეს ბავშვზე?

- ზრდასრული ადამიანიც კი, რომელიც მსგავსი რეჟიმით იმუშავებს, დროთა განმავლობაში იგრძნობს საშინელ გადაღლილობას და შესაძლებლობა იმისა, რომ მას სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პრობლემები შეექმენება, ძალიან დიდია! და ამის ფონზე წარმოიდგინეთ ბავშვი მსგავს რეჟიმში? ესაა საშინლად სტრესული მდგომარეობა, რომელიც ბავშვმა შეიძლება ვერ გამოხატოს და ვერ გააპროტესტოს, მაგრამ მშობელმა მსგავსი შეცდომა არ უნდა დაუშვას...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი