ავტორი:

საქართველოში ბოლო 24 საათში 5-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში 5-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 5-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. მათგან ყველაზე ძლიერი რაჭაში, ონში იყო, მაგნიტუდამ 5.1 შეადგინა.

მიწისძვრა დაფიქსირდა თბილისშიც. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დედაქალაქში ეპიცენტრი პატარა ლილოსთან მდებარეობდა და სიმძლავრე 2.8 იყო.

AMBEBI.GE-სთან სეისმური დეპარტამენტის უფროსი მანანა ძმანაშვილი ამბობს, რომ არანაირი განსაკუთრებული სეისმური აქტივობა არ ფიქსირდება. მისი განმარტებით, პატარა ლილოსთან ბოლო პერიოდში მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა, გუშინდელი ბიძგი კი მოსახლეობამ ძალიან სუსტად იგრძნო. თბილისში განმეორებითი ბიძგები არ დაფიქსირებულა.

ძმანაშვილი აცხადებს, რომ მცირე ბიძგები ამ წუთებშიც გრძელდება ონში, სადაც 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ავთერშოკები მოჰყვა. მისი თქმით, საათში დაახლოებით 6 ბიძგი ფიქსირდება, რაც სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა და მცირე რყევებს მოსახლეობა ვერ გრძნობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ