ავტორი:

გია ხუხაშვილი კვირიკაშვილის განცხადებაზე: "კარგი სადღეგრძელოა, რომელსაც გასდევს საყვედური, რომ მას ცუდად მოექცნენ"

გია ხუხაშვილი კვირიკაშვილის განცხადებაზე: "კარგი სადღეგრძელოა, რომელსაც გასდევს საყვედური, რომ მას ცუდად მოექცნენ"

კვირიკაშვილის განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად და ცუდად მოექცნენ, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას. მისი თქმით, მთლიანობაში ამ განცხადების შინაარსი გაუგებარია.

„კარგი სადღეგრძელოა. ცუდი ადამიანი არასდროს ყოფილა, კარგი ადამიანია. თუ რატომ გახდა სადღეგრძელოს განცხადებად გამოქვეყნება საჭირო, არ ვიცი. მიზეზი და მიზანი მაინცდამაინც გასაგები ამ განცხადებაში არ არის, თუმცა ცუდსაც ვერაფერს ვხედავ. კარგია თუ ფასეულობები ჰქონდა ყოველთვის, თუმცა მისი აქტიური პროტესტი არ შემხვედრია, სანამ ხელისუფლებაში არ მოვედი და ფაქტობრივად, სახლიდან არ გამოვიყვანეთ. კვირიკაშვილის განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად და ცუდად მოექცნენ. ჩემთვის მოტივი ამ განცხადების გაუგებარია. შესაძლოა, ეს განცხადება უცხოელებისთვის გაკეთდა საკუთარი მნიშვნელოვნების ხაზგასასმელად. მე არ მგონია, რომ მისი განცხადების განხილვა ამ ეტაპზე საინტერესო იყოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. მთავრობის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ „მთელი ეს პერიოდი სიჩუმე არჩია და არც ახლა აპირებს პოლიტიკურ აქტივობას“, თუმცა მხარს უჭერს ფასეულობებს, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ეს ფასეულობები გადასარჩენია.

„მხარს ვუჭერ იმ ფასეულობებს, რომლისაც მწამდა და მჯეროდა მთელი ჩემი შეგენებული ცხოვრება, რომლის სიმაღლეც ჩვენი ქვეყნის ისტორიამ გვასწავლა, რომლის მაგალითიც ჩემმა მშობლებმა და წინაპრებმა მომცეს, მასწავლეს ჩემმა მეგობრებმა, ასევე - ჩვენი ერის გამორჩეულმა მოღვაწეებმა, მათ შორის, თანამედროვეობის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, ხანდახან კი, ყველასთვის უცნობმა ადამიანებმაც ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში, ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის, მათ შორის 2007 წლის შემოდგომაზე, 2011 წლის შემოდგომაზე და რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი 2012-ში და შემდგომ 2016-ში. მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და რა თქმა უნდა - სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

და ყველაფრის მიუხედავად და ყველაფრის გათვალისწინებითაც, ფასეულობები გადასარჩენია, გადასარჩენია ახლა, ამ მომენტში და გადასარჩენია მუდმივად და ეს დაუსრულებელი ძალისხმევა არ დაიღლება ჩვენს ერში და არ დაიღლება ჩემშიც, ვიდრე სული მიდგას“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები