ავტორი:

"ალპებზე გადაფრენისას ვგრძნობდი, როგორ ვეხეთქებოდით მთის წვერს..." - იტალია-საქართველოს მატჩზე მიმავალი ქართველის ნაამბობი

"ალპებზე გადაფრენისას ვგრძნობდი, როგორ ვეხეთქებოდით მთის წვერს..." - იტალია-საქართველოს მატჩზე მიმავალი ქართველის ნაამბობი

10 ნოემბერს ფლორენციაში ქართველთა სიმრავლე იქნება. ჩვენი ქვეყნიდან უამრავი გულშემატკივარი ჩადის იტალიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" საგულშემატკივროდ.

ჩვენი გულშემატკივრების ერთი ჯგუფი მიუნხენიდან ფლორენციაში მიემგზავრებოდა და კატასტროფას გადაურჩა. ამას ერთ-ერთი გულშემატკივრის, მიხეილ ნონიკაშვილის ფეისბუქ-პოსტიდან შეიტყობთ:

"არ მიყვარს ფრენა, ჰაერში ჩემთვის დრო ჩერდება. "ლუფტჰანზამ" მიუნხენიდან გაურკვეველი იტალიური კომპანია გაფრენთო. შევნიშნე, რომ ზოგიერთი ნაწილი თვითმფრინავს თითქოს "მომენტი" წებოთი ქონდა მიმაგრებული.

მიუნხენის აეროპორტში სხვა თვითმფრინავებზე დაკვირვებამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ასეთი არცერთი იყო. აშკარად ძალიან ძველია. ავედით სალონში და ჩვენი ყვითელი "მარშუტკა" გამახსენდა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაახლოებდა ღმერთთან.

როცა სველი ხელსახოცები დაგვირიგეს აფრენამდე, ქვეცნობიერში აზრმა გამიელვა რომ ეს რელიგიური რიტუალი იყო, გაწმენდილი ხელებით ცოდვების განდევნა და მამაზეციერთან შესახვედრად მომზადება. უკვე ყველაფერი გამახსენდა რას მოვუყვებოდი. დაიძრა...

ჩემდაუნებურად სარეკლამო ჟურნალი ავიღე. პირველ გვერდზე ამ ავიაკომპანიის დირექტორი გვილოცავს 3 ძველ რეისს ორი ახალი რომ დაემატა... ვიფიქრე ქართულ საინფორმაციო არხებს გამოვრთავ, იქნებ ყველაფერი კარგად იყოს-მეთქი. მაგრამ ტელევიზორი არ მქონდა.

განვაგრძე კითხვა. კომპანია უპირატესობას ახალგაზრდა პილოტებს ანიჭებსო... ჟანგბადის დეფიციტი იგრძნობოდა, წინ მჯდომ 150 კილოგრამიან იტალიელს დავაბრალე - ალბათ ჩემ წილსაც ეს ისუნთქავს-მეთქი.

ჟურნალი არ ნებდებოდა და გვიხსნიდა: 23 წლის პილოტი მათეო ბედნიერია ამ კომპანიას რომ შემოურთდა და მზადაა მე ღმერთან უფრო დამაახლოვოს. მეგობარმა, ექიმმა, მეწარმემ, ლიდერმა ვახტანგმა კი მანუგეშა - ნახე მარჯვნივ რომ უხვევს ძრავა ითიშებაო... წაიკითხეთ ვრცლად

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს