ავტორი:

ვაშაძე - პატრულებს სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ წააგო მათ სამოქმედო არეალში "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა

ვაშაძე - პატრულებს სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ წააგო მათ სამოქმედო არეალში "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა

პატრულ ინსპექტორებს სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ წააგო მათ სამოქმედო არეალში "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7VS1" გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ზეწოლა ასევე მიმდინარეობს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე. ვაშაძის მტკიცებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში ე.წ. მაყურებლები პატიმრებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ. გიორგი ვაშაძის განცხადბით, ამ გზით ხელისუფლება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას ცდილობს.

"პირდაპირი დაშინებები მიმდინარეობს საჯარო მოხელეების. პირდაპირი მოთხოვნა აქვთ სიების. პატრულ-ინსპექტორებს სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ წააგო მათ სამოქმედო არეალში "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა. ინტენსიური გახდა კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ციხეებზე, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია იუსტიციის სახლში, რომელმაც ინტენსიურად დაიწყო პირადობის მოწმობების გაცემა. ე.წ. მაყურებლების მეშვეობით მიმდინარეობს პატიმრების დაშინება, რომ მათ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე იყო საუბარი" - ირაკლი კობახიძე

"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?

გიორგი ვაშაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების ახალ დეტალებს ამხელს