ავტორი:

როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტი ღირს

როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტი ღირს

თბილისში, დიღომში იყიდება 2-სართულიანი სახლი, რომლის ღირებულებაც 1 250 000 აშშ დოლარია (3 375 000 ლარი). როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეზოს საერთო ფართი - 1 450 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართობი კი 1 050 კვადრატული მეტრია. განცხადების თანახმად, სახლი არის 11-ოთახიანი და 6 საძინებელ ოთახს მოიცავს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახლი სრულად არის აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით. ამასთან, ავტომატიზირებულია და ელექტროენერგიის შეფერხების დროს ავტომატურად გადადის სარეზერვო გენერატორზე.

"სახლს აქვს 6 საძინებელი, საკუთარი სველი წერტილით, საგარდერობო სივრცით და აივნებით, სამზარეულო, საერთო მისაღები ოთახი, სამზარეულოს საკუჭნაო, სამრეცხაო, 1 საგენერატორო (სახლი ავტომატიზირებულია და ელექტროენერგიის შეფერხების დროს ავტომატურად გადადის სარეზერვო გენერატორზე), სპორტული დარბაზი, დარბაზის და აუზის ცალკე სველი წერტილი, საუნა, დაცვის სისტემები, სენსორები და კამერები" -აღნიშნულია განცხადებაში.

დაათვალიერეთ სახლის ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ