ავტორი:

ზაზა სარალიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს - "მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს კარვის გაშლაში"

ზაზა სარალიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს - "მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს კარვის გაშლაში"

ზაზა სარალიძე პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლაში პირადად დაეხმაროს.

"მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი გახდეს - მოვიდეს აქ და ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს. ხომ უნდა პრეზიდენტობა? მოვიდეს აქ და ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს კარვის გაშლაში", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნის წინ სიტუაცია დაიძაბა. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს. აქციაზე ზაზა სარალიძე და იქ მყოფი ერთ-ერთი პირი ცუდათ გახდნენ.

აქცია სახელწოდებით "კარვებით ვიცავ თავისუფლებას" რუსთაველის გამზირზე გუშინ დაანონსეს.

იხილეთ ვიდეო: "ხომ უნდა ჩვენი სარდლობა, მოვიდეს და დაგვეხმაროს კარვის გაშლაში" - სარალიძე ზურაბიშვილის მისვლას ითხოვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი