ავტორი:

ზაზა სარალიძე - "დღეს რაც მოხდა, მე ამათ არ ვაპატიებ... ან მომკლავენ, ან სამართლიანობას მივაღწევ"

ზაზა სარალიძე - "დღეს რაც მოხდა, მე ამათ არ ვაპატიებ... ან მომკლავენ, ან სამართლიანობას მივაღწევ"

დღეს რაც მოხდა, მე ამათ არ ვაპატიებ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ის იბრძოლებს მანამ, სანამ სამართლიანობას არ მიაღწევს.

"ვბრუნდები აქციაზე, მითუმეტეს, მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩამოსულია. დღეს რაც მოხდა, ამას მე არ ვაპატიებ. შვილი მომიკლეს და ახლა დედაჩემის მოკვლა უნდათ? ვაი ამათ პატრონს. ან მომკლავენ, ან სამართლიანობას მივაღწევ", - განაცხადა სარალიძემ.

პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე კარვების დადგმის გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მათ კლინიკა უკვე დატოვეს.

VIDEO: "დღეს რაც მოხდა, ამას მე ამათ არ ვაპატიებ" - ზაზა სარალიძემ დედასთან ერთად საავადმყოფო დატოვა და აქციაზე ბრუნდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი