ავტორი:

"სადედამთილოს რომ გაუგია, გიორგის მოჭიდავე გოგო უყვარსო, უნერვიულია" - როგორ ცხოვრობს პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი სამბოში

"სადედამთილოს რომ გაუგია, გიორგის მოჭიდავე გოგო უყვარსო, უნერვიულია" - როგორ ცხოვრობს პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი სამბოში

მას მერე, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მორიგი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ტრადიციულად ჯერ მისი საფირმო სალტო შეასრულა, შემდეგ დაიჩოქა და პირჯვარი გადაისახა, ტატამს აკოცა და დასასრულ ქართული ცეკვის ილეთებით ჩამოუარა საჭიდაო ხალიჩას. ეს მსოფლიოში ჭიდაობის სახეობათა მოყვარულთათვის უკვე კარგად ნაცნობი ნინო ოძელაშვილია - ქართველი სამბისტი ქალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჯერ პირველი ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა კი უკვე მსოფლიო ჩემპიონია.

გთავაზობთ ამონარიდებს ოძელაშვილის ინტერვიუებიდან, რომელიც "კვირის პალიტრის" არქივში ინახება:

- როგორც მეუბნებიან, 5 წლისას ჩემს წონაზე 3-ჯერმძიმე ტვირთის აწევა შემეძლო. სკოლაში ცელქი ვიყავი, კლასში ყველა ბიჭს ვცემდი. ჩოგბურთელობა მინდოდა, შარაპოვას რომ ვუყურებდი, ოცნებას მივეცემოდი ხოლმე. 5-შვილიან ოჯახში არ გვქონდა ამის საშუალება - ჩოგბურთი ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მამამ ხუთივე - 2 გოგო და 3 ბიჭი - ჭიდაობაზე შეგვიყვანა და თავად იყო ჩვენი და თავად იყო ჩვენი მწვრთნელი. დედაც მძლეოსანი გახლდათ. მამას ფანატიკურად უყვარს სპორტი და ყველაფერში მავარჯიშებდა. სხვათა შორის, თმები გადამხოტრეს და შეჯიბრებეზე რომ გავდიოდი მეტოქეებმა არ იცოდნენ რომ გოგო ვიყავი. იმის გამო რომ ქალი ვარ, ძალიან უჭირდათ რეალურად აღქმა, რომ მეც ჩვეულებრივი პორტსმენი ვიყავი. მამაჩემი სულ კუდში დამდევდა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მოეყენებინა. მაშინ ხშირად ამბობდნენ რომ გოგო ძალისმიერ სპორტში არ უნდა იყოსო, მაშინაც და ახლაც ყველგან ვამტკიცებ, რომ როგორც კაცია ძლიერი არა ნაკლებად ძლიერია ქალი, მერწმუნეთ, მხოლოდ ძლიერ ქალს შეუძლია გაზარდოს ძლიერი კაცი. და თავად იყო ჩვენი მწვრთნელი. დედაც მძლეოსანი გახლდათ. მამას ფანატიკურად უყვარს სპორტი და ყველაფერში მავარჯიშებდა. თავიდან ძიუდოში ვვარჯიშობდი, მერე სამბო ვარჩიე.

- შეურაცხმყოფელი რეპლიკები თუ ყოფილა?

- სამწუხაროდ კი, მაგის გამო მიჩხუბია კიდეც, სხვათა შორის გოგებისგანაც ყოფილა ნეგატიური შეფასება, უთქვამთ - ქალებს სახელს უფუჭებ შენი საქციელითო.

- მეუღლეზე მიამბეთ...

- მომავალი მეუღლე, გიორგი გურგენიძე, ინტერნეტით გავიცანი. გიორგი ჯარისკაცია, ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა. შეიარაღებულ ძალებში რაგბის თამაშობდა. პირველად ვაკის პარკში შევხვდით ერთმანეთს. არ ვაპირებდი შეხვედრას, მაგრამ გიორგიმ ჭკუა იხმარა: მითხრა, დარწმუნებული ვარ, ყველა ფოტო, რომელიც "ფეისბუკზე" გიდევს, სხვისია, ფოტოებზე ძალიან ლამაზი გოგოა გამოსახული, შენ რომ ასეთი იყო, არ დაიმალებოდი და შეხვედრაზე დამთანხმდებოდიო...წაიკითხეთ სრულად

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა "ფეისბუქიდან" წაშალა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელბს ცემაში ადანაშაულებდა

მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, ყველა იყოს თავისუფალი - დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი