ავტორი:

Jan Blomqvist საქართველოში და კიდევ ერთი გრანდიოზული საღამო MONUMENT-ის ორგანიზებით

Jan Blomqvist საქართველოში და კიდევ ერთი გრანდიოზული საღამო MONUMENT-ის ორგანიზებით

MONUMEN-ის ორგანიზებით გერმანელი დიჯეი და ლაივ შემსრულებელი Jan Blomqvist ბენდთან ერთად თბილისს 22 ნოემბერს ეწვევა და ქართველი მსმენელის წინაშე კინოსტუდიის მეხუთე პავილიონში წარდგება

www.youtube.com

Jan Blomqvist -თან ერთად თბილისს 22 ნოემბერს გერმანელი პროდიუსერი, მომღერალი და დიჯეი Ruede Hagelstein ეწვევა, რომელიც ლაივის შემდგომ მსმენელის წინაშე DJ SET-ით წარსდგება.

Monument-ი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ადგილობრივ არტისტებს, სწორედ ამიტომ 22 ნოემბერს მსმენელის წინაშე თბილისში დაარსებული Indie Rock ბენდი Bedford Falls წარსდგება.

კინოსტუდიის მეხუთე პავილიონში გამართულ საღამოზე ახალგაზრდა ქართველი პროდიუსერი და DJ Tade დაუკრავს, რომლის სეტების მოსმენისას მელოდიური Deep House-ს თანმიმდევრულ და სწორ სელექციას შეხვდებით.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ- https://eventer.ge/event/jan-blomqvist-band-tbilisi-monument/1059/en

იჩქარეთ!ბილეთები მეორე კალათაში უკვე ამოიწურა, მესამე კალათის ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და მათი რაოდენობა ლიმიტირებულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ- https://www.facebook.com/events/417323192133418/permalink/428701987662205/

ღონისძიებაძე მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება

ღონისძიება ჩატარდება 22 ნოემბერს კინოსტუდიის მეხუთე პავილიონში.

კონტაქტი: +995 599 05 22 50 შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში MONUMENT-ის ორგანიზებით ბელგიური ბენდი OSCAR &THE WOLF-ის ქართველი მსმენელის წინაშე საოცარი ლაივით წარსდგა, რომელსაც 7000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. საღამო გამოირჩეოდა დაუვიწყარი სასცენო დიზაინით და განათებით.

MONUMENT ქართველ მსმენელს 22 ნოემბერს სიურპრიზებით აღსავსე საღამოს ჰპირდება!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება