ავტორი:

ნანუკა გუდავაძის კაბა მეგან მარკლის საყვარელმა მოდის სახლმა შექმნა - რა ღირს Ralph & Russo კაბები

ნანუკა გუდავაძის კაბა მეგან მარკლის საყვარელმა მოდის სახლმა შექმნა - რა ღირს Ralph & Russo კაბები

ბერა ივანიშვილის ცოლს, ნანუკა გუდავაძეს ქორწილში ულამაზესი, ცისფერი კაბა ეცვა, რომელიც ბრიტანულმა სამოდელო სახლმა Ralph & Russo შექმნა. საქორწინო კაბა 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის.

ცნობილია, რომ სამოდელო სახლის დიდი თაყვანისმცემელია ბრიტანელი პრინცის, ჰარის ცოლი - მეგან მარკლი ნიშნობის ოფიციალურ ფოტოებზე სწორედ Ralph & Russo-ს მიერ შექმნილი შავი, გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა.

მეგანის კაბა, რომელიც სამოდელო სახლის Haute couture-ის 2016 წლის შემოდგომის კოლექციიდანაა 55,980 ფუნტი (თითქმის 72 ათასი დოლარი) ღირს.

ვარაუდობდნენ, რომ მეგანი საქორწინო კაბის შექმნასაც სწორედ ავსტრალიელ თამარა რალფსა და მაიკლ რუსოს ანდობდა, თუმცა, ჰერცოგინიამ სხვა დიზაინერი შეარჩია.

2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა ნანუკა გუდავაძის კაბაც. რადგან, კაბების ფასი ინტერნეტში არ იძებნება, AMBEBI.GE-მ Ralph & Russo-ს ელექტრონული ფოსტით მიმართა კაბის ფასის დასაზუსტებლად.

სამოდელო სახლისგან მიღებული პასუხის შესაბამისად, ივანიშვილების რძლის საქორწინო კაბის ღირებულება 32 250 გირვანქა სტერლინგია ანუ დაახლოებით 42 000 დოლარი დღგ-ს გარეშე.

მოდის სახლის მიერ შექმნილი ყველაზე იაფი სამოსი, რაც ონლაინმაღაზიაში net-a-porter.com შეგიძლიათ ნახოთ, არის შარვალი, რომლის ფასი 950 დოლარია. Ralph & Russo ხშირად იყენებს თვლებს, ბუმბულებს, სხვადასხვა ფერის მეტალის აქსესუარებს, კაბების უმეტესობას გრძელი შლეიფი აქვს.

მოდის სახლი ბევრი ვარსკვლავის საყვარელი ბრენდია - მათ შორის ბიონსეს და გვინეთ პელთროუსი. 2014 წელს დედოფალთან შეხვედრისას ანჯელინა ჯოლის სწორედ Ralph & Russo-ს კაბა ეცვა.

ნახეთ ვიდეო: რა ღირდა კაბა, რომელიც ბერას მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს ქორწილში ეცვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ