ავტორი:

"ყვავი ხარ რა, ჩხავიხარ ყვავივით" - რომან გოცირიძე და ირმა ინაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

"ყვავი ხარ რა, ჩხავიხარ ყვავივით" - რომან გოცირიძე და ირმა ინაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე და "საქართველოს პატრიოტების" ლიდერი ირმა ინაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბაშვილს ემუქრებიან სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ყოფილი სამხედრო პირები.

"მე ანალოგიურად მემუქრებოდნენ სამხედრო პირები, სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფები. წყნარად იყავი, არ მომიყვანო მანდ. შენი მაინც არავის ეშინია, კომიკური ფიგურა ხარ ბოლო-ბოლო", - მიმართა ინაშვილმა გოცირიძეს.

თავის მხრივ, გოცირიძემ ინაშვილი ტყუილში დაადანაშაულა. "ვინ დაადგინა, რომ ყოფილი სამხედროა?! რა გამოცდილება გაქვს, რა უფლება გაქვთ, რომ სამხედროებს ასე თავს ესხმით?! ყვავი ხარ რა, ჩხავიხარ ყვავივით. დაუწიეთ ხმას, გეყოთ ახლა", - მიმართა გოცირიძემ ინაშვილს.

VIDEO: "კომიკური კიარა, ყვავი ხარ, დაიწყო აქ ქურდული საუბარი" - ირმა ინაშვილი VS რომან გოცირიძე

"იუსტიციის სამინისტრო არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობას" - უწყება თეა წულუკიანის ახალ ბრძანებას განმარტავს

"მინდა, ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში" -  მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და ვიდეორგოლი "მე ვბრუნდები"

"ჩვენი ხალხი არ შეეგუება ტერიტორიების არა მხოლოდ 20%-ის ოკუპაციას ტანკებით, არამედ დანარჩენი 80%-ის ოკუპაციას "ქართუ ჯგუფის" მიერ" - ანზორ ბიწაძე