ავტორი:

"ეს  ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტია..." - ამიკო ჩოხარაძე უხუცესებთან ერთად აჭარულს იცეკვებს

"ეს  ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტია..." - ამიკო ჩოხარაძე უხუცესებთან ერთად აჭარულს იცეკვებს

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" კონკურსანტებთან ერთად სცენაზე გამოსასვლელად უხუცესთა ანსამბლ "ბერმუხას" წევრები ემზადებიან. ისინი ამიკო ჩოხარაძეს აჭარული ცეკვის წარდგენაში დაეხმარებიან. 80 წლის იოსებ მგელაძე და 95 წლის მუხამედ ირემაძე დღეს შოუსთვის სპეციალურად ხულოდან ჩამოვიდნენ. ამიკო ჩოხარაძე ამ ამბით უზომოდ ბედნიერია.

"დღეს მე და ჯულიანა ბარგნარი აჭარულს ვცეკვავთ, ჩვენთან ერთად სცენაზე 2 უხუცესი მოცეკვავე იქნება, რაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტია იმიტომ, რომ ჯერ ერთი, აჭარელი ვარ და აჭარულს უხუცეს აჭარლებთან ერთად ვცეკვავ. ისინი ჩემთან ერთად ძველ აჭარულს წარმოადგენენ და ძალიან მიხარია. ემოციებით სავსე ვარ. ვფიქრობ, ეს მაყურეელსაც ძალიან ესიამოვნება. ნომერში გვექნება 2 სხვადსხვა სტილის ცეკვა - ერთი ძველი, მეორე კლასიკური. დღეს მე და ჯულიანა მხრებში უნდა გავიმაროთ, რადაგანაც გვრდით სცენაზე 2 უხუცესი მოცეკვავე იქნება.

დღეს მათთან ერთად გავიარეთ რეპეტიცია და უზომოდ ბედნიერები ვართ. ეს ნომერი ჩემთვის საპასუხისმგებლოა ისე, როგორც "დაისი", მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცეკვა საპასუხისმგებლოა. "დაისი" უზომოდ მიყვარს და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ, როგორც ადამიანების უმეტესობას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია "აჭარული". მოკლედ, დღეს აჭარული უნდა ვიცეკვო, განვიცადო ეს ყველაფერი, ემოცია ჯერ კამერებამდე მივიტანო და მერე უკვე მაყურებლამდე" - გვეუბნება კონკურსანტი ამიკო ჩოხარაძე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ