ავტორი:

მელანია პარიზში პიჯაკით გამოჩნდა და სოცქსელებში წერენ, რომ ქმრის ყოფილ თანაშემწეს ბაძავს

მელანია პარიზში პიჯაკით გამოჩნდა და სოცქსელებში წერენ, რომ ქმრის ყოფილ თანაშემწეს ბაძავს

მელანია ტრამპი პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორების ყურადღების ცენტრში იყო.

შაბათ საღამოს მელანია საზეიმო ვახშამზე „დიორის“ პიჯაკით გამოჩნდა. პირველი ლედი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა, მისმა ჩაცმულობამ „ტვიტერის“ მომხმარებლების უმეტესობას სხვა ქალი გაახსენა - დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე ჰოუპ ჰიქსი, რომელმაც აზიის ტურნეს დროს ეფექტური ჩაცმულობითა და გარეგნობით თავად მელანიაც კი დაჩრდილა.

კომუნიკაციების დირექტორმა ჰოუპ ჰიქსმა თანამდებობა მარტში დატოვა. დონალდ ტრამპმა ყოფილი თანაშემწე პირადად გააცილა.

ჰოუპი ივანკა ტრამპთან დაახლოებული პირია, მას სრულად ენდობოდა დონალდ ტრამპიც. ბევრი ეჭვობდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი თანაშემწეს მიმართ გულგრილი არ იყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე