ავტორი:

ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებელობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებელობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ - სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ამჟამად გზის 5 ივლისის სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს. შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება გაუდვილდება, სამშენებლო კომპანია კი მომდევნო დაზიანებულ მონაკვეთზე მიიღებს წვდომას მისი შემდგომი აღდგენისთვის.

აღნიშნული მონაკვეთის აღსადგენად შემდეგი სამუშაოები განხორციელდება: დროებითი არხის გაყვანა მდინარის დინების მიმართულების შესაცვლელად, დამცავი ნაპირსამაგრი სამუშაოები, ქვაყრილის მოწყობა და შემდგომ მდინარის პირვანდელ კალაპოტში მოქცევა.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკის 10-მდე ერთეული.

სამუშაოებს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანია „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.

მოსამზადაბელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი