ავტორი:

ჰარი მუდმივად აქრობს სასახლეში არასაჭირო ნათურებს - რატომ ზოგავს ელექტროენერგიას პრინცი

ჰარი მუდმივად აქრობს სასახლეში არასაჭირო ნათურებს - რატომ ზოგავს ელექტროენერგიას პრინცი

ჰარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პრინცია, თუმცა აქვს ერთი ჩვევა, რომელიც მდიდარ ადამიანებს იშვიათად ახასიათებთ - მუდმივად ამოწმებს, საჭიროზე მეტი ნათურა თუ ანთია სახლში.

რა თქმა უნდა, ის ფულის დაზოგვას არ ცდილობს. ჰარიმ განაცხადა, რომ ეს ჩვევა მამის გავლენით ჩამოუყალიბდა - პრინცი ჩარლზი ცნობილი გარემოს დამცველია.

„მამაჩემი ყველა ნათურას აქრობს, რომელიც არ სჭირდება, ეს ჩვევა მეც ჩამომიყალიბდა,“ - აღნიშნა ჰარიმ პრინცი ჩარლზის 70 წლისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში.

პრინცი, ასევე, ამბობს, რომ მისი ჩვევა შეუმჩნეველი მეგანს აოცებს.

„ჩემი ცოლი მეკითხება ხოლმე - რატომ უნდა ჩავაქროთ შუქი, როცა ბნელა. მე კი ვპასუხობ, რომ გვჭირდება მხოლოდ ერთი ნათურის ანთება და არა ექვსის,“ - ჰყვება ჰარი ფილმში და ასევე, აღნიშნავს, რომ ეს ჩვევა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის.

ენერგიის დაზოგვაზე სამეფო ოჯახში მხოლოდ პრინცი ჩარლზი და მისი შვილები არ ზრუნავენ. წლების წინ ცნობილი გახდა, რომ დედოფალმა სასახლეში მომუშავე ყველა ადამიანს მოსთხოვა, არასაჭირო განათება ყველგან გაეთიშათ. ხშირად კი ელისაბედი სასახლის დარბაზებში ჭაღებს თავადაც აქრობდა.

ნიუ-იორკში გასულ 24 საათში კორონავირუსით 207 ადამიანი დაიღუპა

თავის ქალაში ჩიპის ჩადგმის შემდეგ, ლაპარაკი საჭირო აღარ იქნება - ილონ მასკის ახალი პროექტი, რომელიც 5 წელიწადში ენებს "გამოუსადეგარს გახდის"

საქართველოში მყოფმა, კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ბრიტანული ლაბორატორიიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარეს - Daily Mail-ის სკანდალური სტატია