ავტორი:

მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველსაყოფად საქველმოქმედო აქცია გაიმართება

მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველსაყოფად საქველმოქმედო აქცია გაიმართება

2018 წლის 18 ნოემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში რიგით მე-9 საქველმოქმედო აქცია COATS (Clothing Others Against The Snow) გაიმართება, რომლის მიზანი მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველყოფაა.

9 წლის წინ, მიშელ დანის (საქართველოში იმ წლებში BP-ის წარმომადგენლის მეუღლე გახლდათ) ინიციატივით პირველად ჩატარდა საქველმოქმედო აქცია COATS-ი არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო"-ს მზუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად.

მომდევნო წლებში ამ აქციაში უცხოურ ორგანიზაციებს თბილისის კერძო სკოლები შეუერთდნენ და დღეისათვის თბილისის სკოლები არიან COATS-ის (Clothing Others Against The Snow) საქველმოქმედო აქციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

საქველმოქმედო აქცია COATS-ს ფარგლებში ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გროვდება გაჭირვებული და მიუსაფარი ბავშვებისთვის.

საქველმოქმედო აქცია COATS 2018 უმასპინძებს 369 მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს, რომლებიც ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო", "ხსნის არმია" და “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”-ს ცენტრებსა და თავშესაფრებში არიან რეგისტირებული. ეს ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენასთან მუშაობენ. წელს COATS 2018-ი ელოდება ბავშვებს თბილისის, რუსთავის, ნორიოს, ბედიანის, ნიქოზის, ლაგოდეხის და ჭიათურის 12 თავშესაფრიდან.

წლევანდელ აქციაში აქტიურად ჩართულია თბილისის თოთხმეტი სკოლა, 11 კერძო და 3 საჯარო: გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია (GZAAT), ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA), ბრიტანული საერთაშორისო სკოლა თბილისში (BIST), QSI საერთაშორისო სკოლა, ახალი სკოლა (New School), წმ.გიორგის ბრიტანულ-ქართული სკოლა (BGS), ევროპული სკოლა (ES), Deutsche Internationale Schuhle, კავკასიის ფრანგული სკოლა (EFC), რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი, სკოლა „ჯეჯილი“, #53, #21 და #1 ექსპერიმენტალური საჯარო სკოლები.

პროექტის ერთგული მხარდამჭერია სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია", რომელიც უკვე 8 წელია გვერდში უდგას COATS პროექტს და მასპინძლობს ამ ღონისძიებას.

ასევე პროექტს წლების მანძილზე მხარს უჭერს ისეთი ორგანიზაციები, როგორცაა ბრიტიშ პეტროლეუმ საქართველო (BP Georgia), ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (IWA), ღია საზოგადოება საქართველო-სოროსის ფონდი, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "Gosselin Mobility Group Georgia", აშშ-ს საელჩო, გ.თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, "ისთ ფოინთი", ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (Millenium Challenge Account - Georgia), “ჯი ენდ თი სერვისი” და სხვა ორგანიზაციები და კერძო პირები. წელს აქციას შეუერთდნენ კომპანია "ბორჯომი" და სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტი“, რომელიც ასევე აქტიურად ჩაერთო ბენეფიციარი ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმლის შეგროვებაში.

COATS-ის საორგანიზაციო ჯგუფი (მონაწილე სკოლების წარმომადგენლები, მშობელთა საბჭოს წევრები და მოხალისე მოსწავლეები) აქტიურად მუშაობენ აღნიშნული სკოლების ბავშვებთან და ორგანიზაციებთან, რათა საკმარისი ქურთუკები, ფეხსაცმელები და ტანსაცმელი შეგროვდეს ბენეფიციარებისთვის და საჭიროების მიხედვით დამატებით იქნას შეძენილი.

ეს პროქტი სრულიად დამოკიდებულია პროექტში მონაწილე სკოლების, ორგანიზაციების და კერძო პირების კეთილ ნებაზე და გულისხმიერებაზე. საქველმოქმედო აქცია COATS-ს უკვე არსებულ მონაწილე თბილისის სკოლებს, ორგანიზაციებს და კერძო პირებს წლიდან წლამდე უფრო მეტი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ემატება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ესტუმრეთ COATS პროექტის ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/clothingothersagainstthesnow

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი