ავტორი:

რა დაჯდება არჩევნების მეორე ტური

რა დაჯდება არჩევნების მეორე ტური

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 10 583 022 ლარი გამოიყოფა, - „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, აქედან 10 034 572 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 167,000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 381,450 ლარია გათვალისწინებული.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების 1-ელი ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42 667 518 ლარი იყო გამოყოფილი. აქედან 32 127 177 ლარი არჩევნების ჩატარებაზე; 1 190 617 ლარი არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებაზე; 2 111 674 მილიონი ლარი საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებაზე იყო გათვალისწინებული. ამასთან, 10 აგვისტოს დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 7 238 050 ლარი უნდა დახარჯულიყო.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს არის დანიშნული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები