ავტორი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში რიგით მეოთხე ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში რიგით მეოთხე ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში რიგით მეოთხე ჰაკათონი ჩატარდა,რომლის თემა ურბანული განვითარება იყო, რაც თანამედროვე სამყაროში მეტად ტრენდული საკითხია. ჰაკათონის გამარჯვებული ვატო ღუდუშაურისა და დათი აბესაძის პროექტი გახდა. მათი მიზანი ისეთი პლატფორმის შექმნაა , სადაც თბილისის მაცხოვრებლებს შეეძლებათ კონკრეტული ქუჩებისა და მათი რესტავრაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ნახვა. ამგვარად, ხალხს საშუალება ექნება, ხმა მისცეს იმ უბნის გზის გაახლებას, რომელიც უფრო პრიოტირეტიულია.

პროექტის ავტორების თქმით, იდეის ინსპირაცია თავად ჰაკათონის მთავარი თემა გახდა. მათი აზრით, ურბანული განვითარებისთვის ქალაქში არსებული პრობლემების დემოკრატიული გზით გადაწყვეტა ყველაზე მნიშვნელოვანია.

"იმისათვის, რომ არ მოხდეს იმ უბნის გზებისა თუ სკვერების რეაბილიტაცია, სადაც უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს, შეიქმნება ინჟინრების ჯგუფი, რომელიც გამტარუნარიანობისა და მნიშვნელობის მიხედვით გზებს გარკვეულ კოეფიციენტებს მიანიჭებს" - განმარტავს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ვატო ღუდუშაური.

იდეით უკვე დაინტერესდნენ მერიის წარმომადგენლები და უახლოეს მომავალში შეხვედრაც ჩაინიშნა.

ჰაკათონში მონაწილეობა BTU-ს ყველა სტუდენტს შეეძლო. მსურველებს შორის 2-დან 4 წევრამდე შემადგენლობით გუნდები ჩამოყალიბდა. ჰაკათონში სულ 12 გუნდი მონაწილეობდა, თუმცა დავალების სირთულიდან გამომდინარე, ყველა მათგანი ფინალამდე ვერ მივიდა. მონაწილეებს საბოლოო პროდუქტი 48 საათის განმავლობაში უნდა შეექმნათ. ღონისძიების მიმდინარეობისას კონკურსანტებისთვის გაიმართება ვორკშოპები და მენტორების სესიები.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის ნინო ენუქიძის განმარტებით, მესამე ჰაკათონი ცოტა ხნის წინ ჩატარდა, თუმცა სტუდენტებისა და პარტნიორი კომპანიების მხრიდან დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ შემდეგი ჰაკათონის ჩასატარებლად ახალ სემესტრს აღარ დაელოდნენ.

"ძალიან გვახარებს, რომ ამ ჰაკათონს ახალი პარტნიორი ჰყავს. ეს არის საერთაშორისო მეგაკორპორაცია "დელი", რომელსაც საქართველოში ახალი წარმომადგენლობა ჰყავს. რაც შეეხება თემას, დღეს ურბანული განვითარება ძალიან ტრენდული თემაა ტექნოლოგიებში. ეს თემა წამოვიდა სინგაპურიდან, ამსტერდამიდან და მსოფლიოს სხვა ინოვაციური ქალაქებიდან. ამ მიმართულებით ბევრი გონივრული გადაწყვეტილება და პროექტი შეიქმნა სწორედ ჰაკათონების საშუალებით. ჩვენც ანალოგიური მოლოდინები გვაქვს. ამიტომ აღნიშნულ ჰაკათონში ჩართულია თბილისის მერიაც იმ მოლოდინით, რომ შეიძლება შეიქმნას პროექტი, რომელიც თბილისის დაგეგმარებას დაეხმარება" - განმარტავს ნინო ენუქიძე.

ჰაკათონის ოფიციალური პარტნიორები არიან კრეატიული განვითარების ცენტრი, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი პარტნიორი - კომპანია DELL. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა ფულადი პრიზით და პარტნიორების მიერ დაწესებული სხვადასხვა საჩუქრებით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ