ავტორი:

"ბავშვს ველოდებით და უფრო მომეტებულად ზრუნავს ჩემზე" - როგორია ლაშა ტალახაძის ოჯახური ცხოვრება

"ბავშვს ველოდებით და უფრო მომეტებულად ზრუნავს ჩემზე" - როგორია ლაშა ტალახაძის ოჯახური ცხოვრება

აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, პლანეტის უძლიერესმა სპორტსმენმა, რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, ევროპის სამგზის და მსოფლიოს აქამდე ორგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, სამი ოქრო მოიპოვა, შვიდი რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა.

ქვეყნის ყველაზე წარმატებული ძალოსანი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ანუკი დემურიაა. წყვილის ცხოვრებაში სიახლეა. მალე ისინი მშობლები გახდებიან. ანუკის Mshoblebi.ge ესაუბრა:

- ანუკი, რამდენხნიანი ნაცნობობის შემდეგ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

- ბათუმში გავიცანი, თუმცა მანამ ერთმანეთს სოციალური ქსელით ვწერდით. ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. იმდენად კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა თავიდანვე, რომ მალევე დავიწყეთ საუბარი ოჯახის შექმნაზე, მალევე გადავდგით სერიოზული ნაბიჯი. როგორც კი ცოტა დასვენების დრო გამოუჩნდა ლაშას, დავქორწინდით.

- ისეთი წარმატებული სპორტსმენისთვის, როგორიც ლაშაა, რამდენად მნიშვნელოვანია მეუღლის მხარადაჭერა? ხშირად აღნიშნავენ, რომ სპორტსმენების ცოლობა არ არის ადვილი...

- ლაშა სულ დატვირთულია და ვარჯიშობს. თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. ბევრს მუშაობს, ძალიან იტვირთავს თავს, ყველაინაირ სიამოვნებაზე ამბობს უარს, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ღვთისმოშიში, ეკლესიური ადამიანია და რწმენა ძალიან ეხმარება წარმატების მიღწევაში. ყველა ხედავს, თუ როგორ მაქსიმალურად იხარჯება სპორტში. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ხელი უნდა შევუწყო. ჩემი მხრიდან პრეტენზიები გაუმართლებელი საქციელი იქნება. სპორტსმენისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლის მხარდაჭერას.

- ეკრანიდან, საეთერო გამოსვლებიდან, ლაშა ძალიან უშუალო ადამიანი ჩანს, როგორც მეუღლე, როგორ დაახასიათებ მას?

- ძალიან მზრუნველი, თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი ადამიანია, მალე ბავშვს ველოდებით და კიდევ უფრო მომეტებულად ზრუნავს ჩემზე. თებერვლის ბოლოს მოევლინება ჩვენი პატარა ქვეყანას. სქესს არ გავამხელთ, საიდუმლოდ ვტოვებთ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ