ავტორი:

გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებზე - "ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა - ტრანსგენდერი ბანერი"

გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებზე - "ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა - ტრანსგენდერი ბანერი"

ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა - ტრანსგენდერი ბანერი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ბევრ შეცდომას უშვებს, მათ შორისაა არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნა.

"28 ნოემბერს არჩევნების დანიშვნით გასაგებია, რომ რაღაც ლოგიკას დებდნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმხელა პოლიტიკური დანაკარგია, ის 200 ხმა არაფერს წყვეტს. არ ვიცი მჩხიბავმა ურჩია თუ ნათელმხილველმა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ეს იყო შეცდომა და ამის გარდა, ძალიან ბევრი შეცდომები აქვთ. ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა - ტრანსგენდერი ბანერი. არ ვიცი ასეთი რამ მსოფლიოში თუ არსებობს. აქამდე მივედით, სხვა თუ არაფერი წიგნში წერია, რა შეიძლება და რა არა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

VIDEO: "ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა - ტრანსგენდერი ბანერი"- გია ხუხაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები