ავტორი:

ილია მეორე - ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს

ილია მეორე - ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს

ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

"ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა იყოს ეკლესიასა და ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს, რომ ის არჩევნები, რომელიც მომავალში უნდა იყოს საქართველოში, პრეზიდენტის არჩევნები, მშვიდობით ჩატარდეს. ღმერთი მოწყალეა", - ბრძანა უწმიდნესმა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერსაა დანიშნული.

პატრიარქმა ქადაგებისას კონსტანტინოპოლისა და რუსეთის ეკლესიათა შორის გართულებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა.

"უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს - კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიენ მას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ბოროტი ძალები ებრძვიან ეკლესიას. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია რომ იყოს ადამიანის მიერ შექმნილი დაწესებულება, იგი ვერ გაუძლებდა ამ ბრძოლას. ეს არის სხეული იესო ქრისტესი, უძლეველი სხეული. ამიტომ ამბობს იესო, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გართულებულია ურთიერთობა კონსტანტინოპოლსა და რუსეთის ეკლესიათა შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, მისი პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა", - აღნიშნა ილია მეორემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ