ავტორი:

გაიცანით 23 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც Google-ის ლონდონის ფილიალში მუშაობს

გაიცანით 23 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც Google-ის ლონდონის ფილიალში მუშაობს

23 წლის თორნიკე მანძულაშვილი google-ს ლონდონის ფილიალის თანამშრომელია. ამბობს, რომ აქ მუშაობა პრესტიჟული, საამაყო და დიდი გამოცდილების მომცემია. თორნიკეს ლონდონში დავუკავშირდით.

- 90-იანების თაობა ვარ და ბავშვობაც შესაბამისი მქონდა - უშუქობა, უგაზობა, სკოლაში შეგროვილი ფონდის ფული "სალიარკის" შესაძენად, კლასი რომ გაგვეთბო... მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ წლების შემდეგ სადმე გავემგზავრებოდი.

მათემატიკაყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. სკოლაში რომ მივედი, ათასის ფარგლებში ვიცოდი მიმატება-გამოკლება. მოგვიანებით მასწავლებელმა მირჩია, ვეკუას სახელობის სკოლაში გადადიო. ოლიმპიადებში დავიწყე მონაწილეობა. ჯერ საქართველოში მივაღწიე წარმატებებს, მე-11 კლასში კი მათემატიკის ნაკრებშიც მოვხვდი და დაიწყო შეჯიბრებები სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან ერთად, ინფორმატიკა ვისწავლე სპეციალიზებულ სკოლაში. მალე ინფორმატიკის ოლიმპიადებშიც ვმონაწილეობდი საქართველოს სახელით. ბოლოს ინფორმატიკის განხრით წავედი - თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე. პირველად საზღვარგარეთ სამუშაოდ 2016 წელს გავემგზავრე.

იქ ჯერ სტაჟირებით უნდა წახვიდე და თუ კარგი შთაბეჭდილება მოახდინე, კონტრაქტს გიფორმებენ. Google-ში არ მიმართლებდა, თავიდან სხვა ქსელში დავიწყე მუშაობა სტაჟიორად ამერიკაში, სილიკონის ველზე, პალო-ალტო ჰქვია ქალაქს. მერე, როგორც იქნა, გამიმართლა და სამი უარის შემდეგ Google- ში სტაჟირებაზე ამიყვანეს.

ბევრი პროგრამისტისთვის საოცნებოა აქ მუშაობა. ათეულობით ათასი ადამიანი მუშაობს Google-ს სხვადასხვა ქვეყნის ფილიალში. სტაჟირების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. სწავლა დავამთავრე. ახლა უკვე Google-ს ლონდონის ოფისში ვმუშაობ სრულ განაკვეთზე. როცა გადაწყდა, რომ ამიყვანდნენ, მკითხეს, სად გირჩევნია მუშაობაო. შვეიცარია ვუთხარი, მაგრამ ამისთვის სამწლიანი მუშაობის გამოცდილება იყო საჭირო, არადა, ახლა ლონდონი მომწონს.

აქ სიმწვანე მეტია, ვიდრე საქართველოში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებულია, დიდი ორსართულიანი ავტობუსები მოძრაობს - ჩვენსავით სამარშრუტო ტაქსები კი არ დადის, შავ კვამლს რომ უშვებს. მეტრო ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. დანიშნულების ადგილზე მოსახვედრად საკუთარი მანქანით უფრო გვიან მიხვალ, ვიდრე - საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თუმცა აქ ბიუროკრატიული ბარიერი ბევრია. რაღაც საბუთი დამჭირდა და ჯერ ერთგან გამიშვეს, მერე - მეორეგან, მერე... მატარეს ასე, წინ და უკან. ჩვენ იუსტიციის სახლი გვაქვს, სადაც ერთ სივრცეში ყველანაირ საბუთს აიღებ. რაღაცებში ჩვენ ვჯობნით, თუმცა, ძირითადად, ისინი არიან წინ. წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ