ავტორი:

ხანძარი ხობში - დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი

ხანძარი ხობში - დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი არასრულწლოვანია.

"სავარაუდოდ სახლში არავინ იმყოფებოდა, ხოლო როდესაც დაბრუნდნენ და აანთეს სინათლე, მოხდა აფეთქება. წინასწარი მონაცემებით, დამწვრია 150 კვადარატი. ცეცხლი ლოკალიზსბულია", - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადეს, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი