ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდზე - "კვლევებიც კი არ ჩაუტარებიათ პროფესიონალურად, ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი!"

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდზე - "კვლევებიც კი არ ჩაუტარებიათ პროფესიონალურად, ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი!"

არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებული და განაწყენებულია, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა საზოგადოების განწყობა, თუმცა ოპონენტებმაც ბევრი გააკეთეს ამ შედეგისთვის.

"არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებულია, ნაწყენია, თუმცა ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს. ის, რომ პრობლემები იყო, ჩანდა. მე პირველსავე ინტერვიუში ვთქვი ეს ყველაფერი და მაშინ მთავრობის მეთაურმა დატოვა პოსტი. ჩანდა პრობლემები, გუნდურობა დაიკარგა, ვერტიკალი იყო შესუსტებული, პარლამენტს და მთავრობას შორის ურთიერთობა იყო ძალიან სუსტი, გუნდის წევრების ჩართულობა იყო ძალიან დაბალი. ეს ხდებოდა რეგიონებშიც. პირველი ტურის შემდგომ მრავალჯერადი შეხვედრა მქონდა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან და იგივე იკვეთება, რომ ძალიან ბევრ მათგანში იგრძნობოდა მსგავსი პრობლემა, ურთიერთობის სისუსტის. ნაცვლად იმისა, რომ ის პრობლემები, რომელიც უხვად აქვს ქვეყანას, გუნდი გაერთიანდეს და დაეხმარონ ერთმანეთს ხალხისთვის გაჭირვების შემსუბუქებაში, ამ დროს ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა, ხელისუფლებას მაქსიმალური მგრძნობელობა უნდა ჰქონდეს, რომ პრობლემების მოგვარება არის მისი პასუხისმგებლობა. აქ იყო პრობლემები. მე დავინახე და შეიძლება ცოტაც დავაგვიანე. ხალხი არის აშკარად განაწყენებული. აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის, ამას მრავალი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი არის ის, რომ გუნდს, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს გრძნობს, თვითდაჯერებულობა ემატება", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლსა და შტოს ფლობს, თვითდაჯერებული იყო.

"ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა. ამის კარგი გამოხატულება იყო თუნდაც ის, რა შედეგსაც ველოდით არჩევნების პირველ ტურში. გუნდი ისე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი, პროფესიონალურად არ ჩაუტარებია - რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევის ჩატარებას - ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი! იმას რასაც ელოდნენ, ეგზიტპოლების შემდგომ, მეც კი გამომიყვანეს. ეს იყო სირცხვილი. ამაზე მეც მქონდა მკაცრი საუბარი.

არავითარი გრძნობადობა, ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი მოლოდინი რეალობასთან. 14% სხვაობა არის სირცხვილი - ამას კვლევა აღარ ჰქვია! ძალიან მიყვარს გამონათქვამი - ზოგი ჭირი მარგებელია. გუნდმაც ცივი შხაპი მიიღო. საზოგადოება აფასებს როგორ იქცევი და მათ გააკეთეს შესატყვისი რეაქცია. როდესაც პოლიტიკა დავტოვე და სამოქალაქო საზოგადოებაში გადავედი, ოლიმპიადას ვატარებდი იმისთვის, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა... არჩევნებზე როგორ უნდა მივიდეს. ეს ხალხმა კარგად გაიგო და კარგად აგრძნობინა გუნდსაც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

VIDEO: არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებული და განაწყენებულია - ბიძინა ივანიშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები