ავტორი:

საქორწინო დარბაზში აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - წლის ყველაზე სისხლიანი ტერაქტი ქაბულში

საქორწინო დარბაზში აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - წლის ყველაზე სისხლიანი ტერაქტი ქაბულში

ქაბულში საქორწინო დარბაზში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი გარდაიცვალა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. CNN-ის ინფორმაცით, ავღანეთის დედაქალაქში ეს წლის ყველაზე სასტიკი ტერაქტი იყო.

შენობაში, რომელიც ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. დარბაზში სასულიერო პირები იყვნენ შეკრებილი. აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით საღამოს 6:15 საათზე მოხდა. შეკრება წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო დაგეგმილი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყანაში 17 წლიანი ომი დასრულებულიყო, ბოლო თვეების განმავლობაში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.

აგვისტოში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმისას 34 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლს შორის უმეტესობა მოზარდი იყო, ისინი ცენტრში ინგლისურის სწავლობდნენ.

სექტემბერში კიდევ ერთ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ 6 თვეში მოკლული ავღანელების რაოდენობა რეკორდულად მაღალია. 1 იანვრიდან 30 ივნისამდე ქვეყანაში 1 700 მოქალაქე დაიღუპა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე