ავტორი:

"ის რამდენიმე წელი შესაძლოა ჩუმად მიმდინარეობდეს..." - ამ დაავადების გართულებებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 51 000 ადამიანი იღუპება

"ის რამდენიმე წელი შესაძლოა ჩუმად მიმდინარეობდეს..." - ამ დაავადების გართულებებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 51 000 ადამიანი იღუპება

ყურის ანთება მტკივნეული და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზრდილებში. ყურის ანთებას ხშირად გაციება და ვირუსული ინფექციები იწვევს, ანთებით გამოწვეული გართულებები, კი შესაძლოა, ადამიანის სიკვდილითაც დასრულდეს.

არსებობს ანთების სხვადასხვა ფორმა და განვითარების მიზეზი. მასტოიდიტი - ყურის უკან მდებარე მასტოიდური ძვლის (დვრილისებრი მორჩი) იშვიათი ბაქტერიული ინფექციაა. ოტორინოლარინგოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ხათუნა ჩიტაძემ არა მარტო საქართველოში, შეიძლება ითქვას მსოფლიოში პირველადაც, ლატენტური მასტოიდიტის ქირურგიული მკურნალობისთვის დიოდის ლაზერის მეთოდი პირველად გამოიყენა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადება პრაქტიკულად, დაძლეულია და პაციენტი სრულად იკურნება.

დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ, ხათუნა ჩიტაძე AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

"მასტოიდიტი ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა. თუ არ მოხდა მისი დროული დიაგნოსტირება და მიზანმიმართული მკურნალობა, ერთი ნაბიჯია ქალაშიდა გართულებამდე, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელ შედეგებს იწვევს. XX საუკუნიდან მოყოლებული, ბევრმა დაავადებამ განიცადა ცვლილებები, მათ შორის არის მასტოიდიტიც და დღეს ლატენტური მასტოიდიტის სახით გვევლინება. მისი სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე წელი შეიძლება ჩუმად მიდიოდეს, არანაირი სიმპტომატიკა არ გამოიკვეთოს და ბოლოს გამოვლინდეს ნევროლოგიური სიმპტომკომპლექსი - პირღებინება, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ამასთან, მცირე სმენის დაქვეითებაც.

ასეთი ჩივილებით პირველად პაციენტი ნევროლოგთან ხვდება, კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, რის შემდეგაც დგინდება, რომ ფარული მიმდინარეობის ფონზე დიდი უბანია დაზიანებული. როგორც შუა ყური სრულად, ასევე საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩი. ეს ყველაფერი კი ახლოსაა ტვინის ქსოვილთან. ამიტომ ყველაზე ხშირი გართულება ოტოგენური მენინგიტია. ეს რომ არ მოხდეს, დროული დიაგნოსტიკა და მიზანმიმართული მკურნალობა ლატენტური მასტოიდიტის თანამედროვე ოტოლოგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.

- რა იწვევს დაავადებას?

- ყურში ნებისმიერი ანთებითი პროცესი. შეიძლება მწვავე ოტიტი გარეგნულად ჩაიფარცხოს, მდგომარეობა მოწესრიგდეს, მაგრამ გავიდეს წლები და პროცესი სიღრმეში გაგრძელდეს და პაციენტი ყელ-ყურის ექიმის ნაცვლად, ნევროლოგთან მივიდეს, რადგანაც ნევროლოგიური ჩივილები გამოვლინდეს. შეიძლება ტკივილი ცალ, ან ორივე ნახევარ სფეროს მოიცავდეს, იყოს გაუსაძლისი თავის ტკივილი. პაციენტს აქვს თავბრუსხვევა, პირღებინების შეგრძნება. ასეთ დროს ყელ-ყურის ექიმის მიერ გარეგნული დათვალიერებით არაფერი ჩანს, ეჭვსაც ვერავინ მიიტანს, რომ ლატენტური მასტოიდიტია. ამიტომ საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ კვლევის შემდეგ კი ვლინდება, რომ სიღრმეში გარკვეული უბანია დაჩირქებული.

- რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც ცხოვრებაში ყური თუნდაც ერთხელ სტკენია?

- ყური იმდენად ნაზი და სათუთი ორგანოა, რომ მისი ტკივილისას, გაყუჩების მიზნით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყურის წვეთების გამოყენება. ასეთი თვითმკურნალობა დაუშვებელია. ძირფესვიანად უნდა გამოვიკვლიოთ და სანამ ექიმი ბოლომდე არ დარწმუნდება, რომ პრობლემა მოგვარებულია, პაციენტის გაშვება არ შეიძლება. ყველაფერი ბოლომდე უნდა დაშრეს, ანთება ჩაქრეს.

- დაავადების პრევენცია რა იქნება?

- მუდმივი კონტროლი, ოდნავ პატარა რამეს შენიშნავენ თუ არა, ექიმთან უნდა მივიდნენ და კვლევა უნდა ჩატარდეს, ასევე სმენის გამოკვლევა მოხდეს. ოტიტის განვითარების მთავარი მიზეზი ცხვირში სისველეა, მუდმივი გამონადენი, ნებისმიერი გაციება, ვირუსი, რაც პირველ რიგში, ლორწოვანს აზიანებს და ცხვირიდან გამონადენი იწყება.

რაც უფრო უხვია გამონადენი, არის ალბათობა, რომ ყური დაზიანდეს, ამიტომ ცხვირი უნდა იყოს მშრალი, თუ ცხვირის წვეთებმა 2-3 დღის განმავლობაში არ უშველა, საჭიროა ექიმთან ვიზიტი. მაგრამ თუ არ ჩატარდა დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, შეიძლება ლეტალური შედეგი გვქონდეს.

ძველი მეთოდების შემთხვევაში სრულად ვერ ხერხდებოდა დაზიანებული ნაწილების გაწმენდა, რაც რეციდივებს იწვევდა, ხოლო მუდმივ რეციდივებს, შესაძლოა ლეტალური შედეგები გამოეწვია.

ამჟამად, ქირურგიული ჭრილობა დიოდის ლაზერით მუშავდება, რაც რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს. პაციენტი ძალიან მალე უბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს. დიოდის ლაზერის საშუალებით, გარეთა სასმენელი მილის ძვლოვანი კედელის პერფორირება ხელს უწყობს დარჩენილი ჩირქოვანი გარანულაციების, დაზიანებული ძლოვანი მასების გამოთავისუფლებას, რის შემდეგაც დაზიანებული ქსოვილი აღარ არსებობს. მანამდე ქირურგიულად ჭრილობის დასუფთავება ისე ვერ ხერხდებოდა, რომ დაზიანებული ქსოვილების თუნდაც პატარა მონაკვეთი არ დარჩენილიყო, რაც შემდგომ რეციდივს იძლეოდა. ამიტომ დიოდის ლაზერის დანერგვით ლატენტური მასტოიდიტის მკურნალობის სფეროში რეციდივს ავცდებით და ეტაპობრივი განკურნება მოხდება.

- ეს დაავადება ძირითადად რა ასაკის ადამიანებს უვითარდებათ?

- სტატისტიკის მიხედვით, ყველა ასაკში გვხვდება, თუმცა ჩემ მიერ ჩატარებულ კვლევაში ძალიან ცოტა ბავშვი იყო. ლაპარაკია 15 წლამდე ადამიანებზე. ჩვენთან პრაქტიკულად, 4-5 ბავშვია, ვინც ლაზერის მეთოდით მკურნალობა ჩაიტარა, დანარჩენები, მოზრდილები არიან.

დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, შუა ყურის ჩირქოვანი ანთების სხვადასხვა გართულებით 51.000 ადამიანი იღუპება. ამ გართულებებიდან კი დიდი წილი მოდის ლატენტურ მასტოიდიტზე. ამიტომ, სერიოზული პრობლემაა. ლაზერული მეთოდი, რომელიც საქართველოში პირველად გამოვიყენეთ, შუა ყურის მკურნალობისთვის უნიკალური მეთოდია. პაციენტის სრული გამოჯანმრთელება ხდება.

ეს მასალა გატანილი იყო ბარსელონაში საერთაშორსო კონგრესზე. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამედიცინო საზოგადოება დადებითად შეხვდა ამ მეთოდს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად ამ მეთოდის საშუალებით ბევრს დავეხმარებით!

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

ნელი აგირბას "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობისგან მესამე შვილი შეეძინა (ფოტო)

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა