ავტორი:

#მოდითეატრის ფარგლებში რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ასულნი“ გაიმართება

#მოდითეატრის ფარგლებში რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ასულნი“ გაიმართება

დამონებული ასულები მხსნელს ელიან. ერთფეროვან შრომაში უღიმღამოდ გადის დღეები, წლები. . . თუმცა იმედი ჯერ საბოლოოდ არ გამქრალა. დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე “მხსნელები”, რომლებიც მათ თავისუფლებასა და ბედნიერ ცხოვრებას, “ოქროსყანებს” ჰპირდებიან, მაგრამ მათი დაპირებები, სამწუხაროდ, სიცრუეა. ასულთა ბედი არავის ადარდებს. - რობერტთ სტურუას ამ სპექაკლის ნახვას მაყურებელი 24 ნოემბერს, რუსთაველის თეატერში შეძლება და იქ მისული საზოგადოება ავტომატურად ჩაერთვება ქველმოქმედებაში.

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2018 წლის 24 ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს #მოდითეატრში, რომელშიც ჩართულია ქალაქ თბილისში, არსებული ყველა სახელმწიფო თუ კერძო თეატრი, ასევე კინოთეატრები,პროექტის ფარგლებში თითოეული სპექტაკლიდან თუ კინოჩვენებიდან შემოსული თანხა მოხმარდება სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებს, რომელთა სიაც სამწუხაროდ ძალიან დიდია.

ზემო აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 6 დეკემბერს 20 საათზე გეგმავს განახორციელოს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი 14 წლის მარიამ ქურხულისათვის, რომელსაც აქვს ხერხემლის იდიოფატიური სქოლიოზი და განუვითარდა კიფოზი. მარიამს ჩატარებული აქვს შვიდი ოპერაცია და ახლა მას ესაჭიროება სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანა,14 წლის ქეთი ქარუმიძეს, რომელსაც დაუდგინდა რესტრიქციული კარდიომიოპათია რის გამოც მას სასწრაფოდ ესაჭიროება გულის ტრანსპლატაციის შემდგომი რეაბილიტაციადა ასევ 32 წლის ანა მამულაშვილს, რომელსაც დაუდგინდა აგრესიული მელანომა და მას ერთი წლის მანძილზე ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები რომლის საერთო ღირებულებაც შეადგენს 90 000 ლარს.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება აღნიშნული ბენეფიციარების მკრუნალობას. ჯამში სამი ბენეფიციარის სრული მკურნალობისთვის საჭირო თანხა შეადგენს 5 000 აშშ დოლარს, 18 000 აშშ დოლარს და 90 000 ლარს

ზემოაღნიშნულ კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: სამეფო ნაციონალური ბალეტი „ფოცხიშვილი“ , ანსამბლი „ალილო“, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი და ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება