ავტორი:

პატრიარქმა ზურაბიშვილი და ვაშაძე ამბიონზე აიყვანა: "დარწმუნებული ვარ, ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც"

პატრიარქმა ზურაბიშვილი და ვაშაძე ამბიონზე აიყვანა: "დარწმუნებული ვარ, ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას პრეზიდენტობის კანდიდატებს გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

როგორც პატრიარქმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები როგორც გამარჯვებას, ისე დამარცხებას ღირსეულად შეხვდებიან. მისი თქმით, გამარჯვებულმა კანიდდატმა არ უნდა იფიქროს, რომ ის სხვაზე უკეთესია.

ნახეთ ვიდეო : პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე ამბიონზე აიყვანა, დალოცა და ხატები გადასცა საჩუქრად

უწმინდესმა პრეზიდენტობის კანდიდატებს წმინდა გიორგის ხატები გადასცა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგის ხატები და მინდა, რომ გადმოგცეთ,“ - განაცხადა პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო: რა სიტყვებით მიმართა პატრიარქმა ზურაბიშვილსა და ვაშაძეს, სანამ წმინდა გიორგის ხატებს გადასცემდა?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ