ავტორი:

ბათუმში, სამორინე "პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, მეორე კი დაჭრილია - ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, სამორინე "პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, მეორე კი დაჭრილია - ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, ერთ-ერთ სამორინეში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბათუმში, წუხელ, სამორინე „პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მომხდარში სავარაუდო დამნაშავე თურქეთის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი და დაჭრილი ქალები უზბეკეთის მოქალაქეები არიან. თვითმხილველების თქმით, ქალბატონებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს.

პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბათუმის სამორინეში "პრინცესა" ერთი ქალის მკვლელობა და ერთი ქალის დაჭრა ედება ბრალად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს