ავტორი:

თურქმა მამაკაცმა უზბეკი ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - რას ჰყვება სამორინე "პრინცესას" იურისტი

თურქმა მამაკაცმა უზბეკი ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - რას ჰყვება სამორინე "პრინცესას" იურისტი

ბათუმში, წუხელ, სამორინე "პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია თურქეთის მოქალაქე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს. პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა", - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თვითმხილველების თქმით, ქალბატონებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს.

იხილეთ ვიდეო: "უცბათ შემოვარდა კაცი, ერთს გაუყარა დანა მუცელში" - რას ამბობს თვითმხილველი, რომელიც ბათუმის სამორინეში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრას შეესწრო

"ადგილზე მისულ ექიმებს დახვდათ ორი ახალგაზრდა ქალბატონი დაჭრილი. ერთ-ერთს გულის არეში ჰქონდა ღრმა ჭრილობა და კრიტიკული მდგომარეობით ის გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მეორე ქალბატონს ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა შუბლის, იდაყვის, წინამხრისა და ბარძაყის არეში. ეს პაციენტიც გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში", - აცხადებს სასწრაფოს ექიმი.

როგორც სამორინეს იურისტმა კახაბერ წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამორინეს ვიდეო ჩანაწერები ამოღებული. მისი თქმით, სავარაუდო დამნაშავე სამორინეს დაცვის წევრებმა დააკავეს და სამართალდამცავებს გადასცენ.

კახაბერ წერეთელი ამბობს, რომ მომხდარი სავარაუდოდ პირად მოტივს უკავშირდება.

"დეტალებს ვერ მოგახსემებთ. გუშინ ღამის საათებში მოხდა შემთხვევა. უზბეკეთის მოქალაქეს ცივი იარაღით მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი სასტუმროს დაცვის წევრებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. რაც შეეხება ისეთ საკითხს, როგორიაა ცივი იარაღის სასტუმროში შეტანა, ამას გამოძიება დაადგენს. სამორინეს ყველა თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ყველა ინფორმაცია, კამერების ჩანაწერები გამოძიებას გადაეცა. მომხდარი სავარაუდოდ პირად მოტივს უკავშირდება", - განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

იხილეთ ვიდეო: რას უკავშირდება ბათუმში, სამორინეში მომხდარი მკვლელობა - ადვოკატის ინფორმაცია

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს