ავტორი:

თელავში 22 წლის ბიჭმა რესტორნიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარა და მოპარული მანქანით გადამალა

თელავში 22 წლის ბიჭმა რესტორნიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარა და მოპარული მანქანით გადამალა

შსს-მ თელავში მომხდარი ქურდობა გახსნა. დაკავებულია ერთი ახალგაზრდა მამაკაცი.

ორი დღის წინ, ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნიდან პირმა ძვირადღირებული ნივთები მოიპარა, რომელიც მოპარულივე მსუბუქი ავტომანქანით გადამალა.

"კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1996 წელს დაბადებული დ. რ. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.რ. მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ქალაქ თელავში, ერთ-ერთ კაფე-ბარში შევიდა, საიდანაც სხვადასხვა ელექტროტექნიკა მოიპარა. იქვე მდებარე, ამავე კაფის მეპატრონის სახლიდან კი ფული - 220 ლარი წაიღო. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან რამდენი ქუჩის მოშორებით გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანაც მოიპარა, მასში ნაქურდალი ნივთები მოათავსა და მიიმალა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად დ.რ. თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები, ფული და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს