ავტორი:

ქეითი და მეგანი, სავარაუდოდ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ჰარი ცოლთან ერთად სხვა სახლში გადადის

ქეითი და მეგანი, სავარაუდოდ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ჰარი ცოლთან ერთად სხვა სახლში გადადის

პრინცი ჰარი და უილიამი ყოველთვის ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, განსაკუთრებით კი - დედის გარდაცვალების შემდეგ. თუმცა ახლა, ბრიტანული მედია წერს, რომ პრინცებს შორის ურთიერთობა უარესობისკენ შეიცვალა, „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შესაძლოა ეს მათი ცოლების გამო ხდებოდეს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჰარი და მისი ცოლი, მეგანი კენსინგტონის სასახლიდან საცხოვრებლად სხვა სახლში გადადიან, ფროგმორის კოტეჯში. სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები არიან და კარგად ვერ ეწყობიან.

ჰარისა და მეგანს ფროგმორის კოტეჯი დედოფლისგან ერგოთ საჩუქრად და ამიერიდან სახლი მათი ოფიციალური რეზიდენცია გახდება.

კოტეჯი ბევრად კომფორტული და დიდია, ვიდრე კენსინგტონში მდებარე სახლი, სადაც ახლა სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ცხოვრობენ. აქამდე მათ მხოლოდ 2 საძინებლიანი სახლი ჰქონდათ, ფროგმორში კი 10 საძინებელია. „დეილი მეილი“ წერს, რომ წყვილისთვის დიდი სახლი ახლა ბევრად უკეთესია, რადგან მათთან ერთად საცხოვრებლად მეგანის დედა, დორია გადადის, მალე კი ჰარისა და მის ცოლს შვილიც შეეძინებათ.

უილიამისა და ჰარის ოჯახებს შორის დაპირისპირების შესახებ ხმები უკვე რამდენიმე თვეა, ვრცელდება. სამეფო სასახლეს კომენტარი სასექსის ჰერცოგის სხვა სახლში გადასვლის მიზეზებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ