ავტორი:

წიგნები 50, 60 და 70-პროცენტიანი ფასდაკლებით - წარმოუდგენელი „აუთლეტ ფესტივალი“, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ!

წიგნები 50, 60 და 70-პროცენტიანი ფასდაკლებით - წარმოუდგენელი „აუთლეტ ფესტივალი“, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ!

წიგნების კითხვის დადებით მხარეებზე არაერთხელ გვილაპარაკია და ალბათ 21-ე საუკუნეში უხერხულიც კია ადამიანს უმტკიცო, რატომ უნდა იკითხოს წიგნები და რას აძლევს ეს მას. ის, რომ წიგნების კითხვა ავითარებს აზროვნებას, გვიცავს გარემოცული ხანდახან სულაც უსიამოვნო სამყაროდან (რომლისგანაც ხშირად წიგნებში ვაფარებთ თავს), ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკას და ა.შ., ყველამ იცის და ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ბოლო წლებმა ისიც მოიტანა, რომ თუ ერთ დროს წიგნები მხოლოდ თაროების შესავსებად უნდოდათ, ახლა თითქოს ისევ გახდა მოდური, რომ ნაკითხი იყო და წარმოდგენა გქონდეს ბევრ რამეზე. ინტელექტუალი, ერუდირებული ადამიანი ხომ ნიშნავს მრავალმხრივ განვითარებულ ადამიანს, რომელიც კარგად ერკვევა ლიტერატურაში, ხელოვნებაში. ეს კი ნამდვილად არ მოაქვს მხოლოდ ინტერნეტსა და კომპიუტერს, ეს მოაქვთ წიგნებსაც. ალბათ ამიტომ არის, რომ სულ უფრო ხშირად დაინახავს ტრანსპორტში ადამიანებს წიგნით ხელში, გულმოდგინედ რომ ჩაჰკირკიტებენ ფურცლებს. ეს ტენდენციაა, რომელიც ტრენდად იქცა და ახალგაზრდებში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა.მე, როგორც წიგნების დიდად მოყვარული ადამიანი, ამ თემაზე ხშირად ვფიქრობ. რამ მოიტანა ეს? კომპიუტერების სამყაროში ახალგაზრდებმა რომ ისევ დაიწყეს კითხვა. ხშირად ამბობენ და მეც ვეთანხმები, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო წიგნების პოპულარიზაცია მას მედიაში და წიგნების ხელმისაწვდომობა. მძიმე 1990-იანი წლების შემდეგ გამომცემლობა "მედია ჰოლდინგმა პალიტრამ"პირველმა დაიწყო ახალი წიგნების ჟურნალ-გაზეთებთან ერთად შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში გაყიდვა. თანდათან ისევ აქტუალური გახდა წიგნი და ადამაიანებმა კვლავ მასიურად დაიწყეს წიგნების ჯერ ყიდვა და მერე - კითხვა.ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი "ბიბლუსის" გამოჩენამ, რომელიც დღეს უკვე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში და დედაქალაქის ნებისმიერ რაიონში აძლევს საშუალებას მკითხველს, იყიდოს წიგნები. ამას ემატება უამრავი სხვადასხვა სახის ფასდაკლების აქცია, გამოფენები, ფესტივალები და ნამდვილად ვერ დააბრალებს ახლა ადამიანი უწიგნურებას იმას, რომ წიგნი არ არის ხელმისაწვდომი...

რამ გამახსენა ახლა ეს ყველაფერი? იმან, რომ კიდევ ერთი ახალი უზარმაზარი აქციაა დაგეგმილი და აი, მართლა ყველას აქვს საშუალება, ზოგიერთი წიგნი 1 ლარადაც კი შეიძინოს. ვეცდები, ხანდახან ასეთ აქციებზე გიამბოთ ხოლმე, რომ არ გამოტოვოთ და არ თქვათ მერე, არ ვიცოდითო. მაშ ასე, 30 ნოემბერს იწყება და 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება „აუთლეტ ფესტივალი“ „ბიბლუსში“ , რადგან ნამდვილად უალტერნატივო შეთავაზებებით. „თბილისი ცენტრალში“, კანდელაკის 7-ში და ჭავჭავაძის 7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეებში“ მისულ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ყველაზე გაყიდვადი წიგნები, რომლებსაც სულ მცირე დაზიანებები აქვთ, 50, 60 და 70-პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძინონ. ზოგიერთი წიგნის შეძენას მკითხველები მხოლოდ 1 ლარად შეძლებენ! ფესტივალი იმითაცაა განსხვავებული, რომ წელს მომხმარებლების ხელნაკეთი ნივთების და ახლა უკვე სათამაშოების შეძენასაც შეძლებენ.მნიშვნელოვანია იცოდეთ: 30 ნოემბერს 50-პროცენტიანი ფასდაკლება იქნება, 1 დეკემბერს - 60-პროცენტიანი, 2 დეკემბერს კი ყველაზე დიდი - 70-პროცენტიანი. ოღონდ, თუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ ბოლო დღეს ეწვიოთ მაღაზიებს და ყველაზე დიდი ფასდაკლებით ისარგებლოთ, ის პროდუქცია, რაც გსურდათ, შესაძლოა, უკვე აღარც დაგხვდეთ. ამიტომ გირჩევთ, სამივე დღე გამოიყენოთ! ასე რომ, წინ დიდი აღმოჩენები გელოდებათ - იქნებ სწორედ თქვენი საყვარელი გამოცემები მოხვდა ამ სიაში?! მე მივდივარ აუცილებლად!

ნია - წიგნის ჭია:)

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე

„დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“  ყველასთვის  - გაზეთ  "კვირის პალიტრასთან" ერთად

სხვანაირი წიგნის 8 ალტერნატიული დასასრული გამოსულია! - რა საინტერესო თავგადასავალი ელის "ფენიქსის" მკითხველს